დეზინფორმაცია, თითქოს ქალთა მარშის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ქალთა მარში
99
VIEWS

25 დეკემბერს ყალბი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-ანგარიშმა გამოაქვეყნა ქალთა მარშის დროს გადაღებული ვიდეო, რომლის აღწერის თანახმადაც დაპირისპირება ლგბტ+ თემის წევრ ქალებს შორის მოხდა.

ქალთა მარში

ქალთა მარშის დროს დაპირისპირების ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება. რეალურად ვიდეო ქალთა მარშის მონაწილეებზე უცნობი პირების თავდასხმას ასახავს და თავად მონაწილეები ერთმანეთს არ დაპირისპირებიან.

25 დეკემბერს თბილისში საპროტესტო მსვლელობა “ქალთა მარში საქართველოსთვის” გაიმართა. მარშის მონაწილე ქალები ფილარმონიიდან პრეზიდენტის სასახლემდე მივიდნენ. მარშის მონაწილეებზე თავდასხმა საახალწლო სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

dezinphormatsia thithqos qaltha marshis monatsileebi erthmaneths daupirispirdnen 1 დეზინფორმაცია, თითქოს ქალთა მარშის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თავდასხმის სხვადასხვა ვიდეოკადრში ჩანს, რომ ერთ-ერთ ქალს უცნობი ახალგაზრდა კაცი თავს ესხმის, რის გამოც ის ძირს ეცემა, რის შემდეგაც თავდამსხმელს რამდენიმე ქალი უპირისპირდება. თავდამსხმელი აგინებდა აქციის მონაწილეებს. ტერიტორიიდან ის ასევე უცნობ ახალგაზრდა კაცებს გაჰყავთ. თავდასხმაზე დაწყებულია გამოძიება.

28 ნოემბრიდან საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. გამოსვლები მოჰყვა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა. პროტესტის დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ ქსელსა თუ სამთავრობო მედიაში არაერთი დეზინფორმაციული ცნობა თუ ვიზუალური მანიპულაცია გავრცელდა. დაინტერესებული ჯგუფები ცდილობენ, დემონსტრანტები და მთლიანად საპროტესტო მოძრაობა ძალადობრივად წარმოაჩინონ. პროტესტთან დაკავშირებულ ცნობებს “მითების დეტექტორი” მუდმივად ამოწმებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist