Provokat2_x-ის ტიკ-ტოკის ვიდეო ყალბი აღწერით ტვ პირველმა და “რეზონანსმა” გადაუმოწმებლად გაავრცელეს 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

260
VIEWS

17 იანვარს გაზეთ “რეზონანსის” ფეისბუქ გვერდმა “რეზონანსნიუსი” ავტოავარიის ამსახველი ორი ფოტო გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, ავარია ქუთაისი-ბათუმის ავტობანზე მოხდა, ხოლო პირველი კადრების ნახვა გამოცემის ვებ-საიტზე შეიძლებოდა. ამჟამად მითითებულ ბმულზე აღნიშნული ინფორმაცია აღარ იძებნება. 

ამავე ავტოავარიის ამსახველი კადრები იდენტური შინაარსის აღწერით ტელეკომპანია “პირველის” ფეისბუქ გვერდზეც გამოქვეყნდა. ტელეკომპანიის ფეისბუქ გვერდზე ვიდეო ხელმისაწვდომი აღარაა. 

Screenshot 24 Provokat2_x-ის ტიკ-ტოკის ვიდეო ყალბი აღწერით ტვ პირველმა და “რეზონანსმა” გადაუმოწმებლად გაავრცელეს 
მტკიცება იმის შესახებ, რომ მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებული კადრები საქართველოში ქუთაისი-ბათუმის ავტობანზეა გადაღებული, ყალბია. რეალურად ავტოსაგზაო შემთხვევა რუსეთში კიროვის ოლქში მოხდა. 

ფეისბუქ გვერდების მიერ გამოქვეყნებული კადრები პირველად Tik-Tok-ის მომხამრებელმა  userpii159-მა (Антон Ан) 15 იანვარს გამოაქვეყნა. ვიდეოს ავტორის განმარტებით შემთხვევა კიროვის ოლქში, პერმის მხარისაკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

Screenshot 25 Provokat2_x-ის ტიკ-ტოკის ვიდეო ყალბი აღწერით ტვ პირველმა და “რეზონანსმა” გადაუმოწმებლად გაავრცელეს 

ამავე მომხმარებლის ანგარიშზე დათოვლილ გზებზე გადაღებული რამდენიმე სხვა ავტოავარიის ამსახველი კადრებიცაა გამოქვეყნებული. 

Screenshot 26 Provokat2_x-ის ტიკ-ტოკის ვიდეო ყალბი აღწერით ტვ პირველმა და “რეზონანსმა” გადაუმოწმებლად გაავრცელეს 

ყალბი აღწერით აღნიშნული ვიდეო პირველად 17 იანვარს, დაახლოებით, 00:30 საათზე ტიკ-ტოკის ქართველმა მომხმარებელმა Provokat2_x-მა გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, საშინელი ავარია ქუთაისი-ბათუმის ავტობანზე მოხდა. ტელეკომპანია “პირველის” ფეისბუქ გვერდზე მოგვიანებით სწორედ Provokat2_x-ის ვიდეო გამოქვეყნდა. 

Screenshot 27 Provokat2_x-ის ტიკ-ტოკის ვიდეო ყალბი აღწერით ტვ პირველმა და “რეზონანსმა” გადაუმოწმებლად გაავრცელეს 

ტიკ-ტოკის მომხმარებელი “პროვოკატორი” სხდასხვა გასართობი შინაარსის ვიდეოს აქვეყნებს, მათ შორის ნაწყვეტებს ქართული სერიალებიდან და იუმორისტული შოუებიდან. 

Screenshot 28 Provokat2_x-ის ტიკ-ტოკის ვიდეო ყალბი აღწერით ტვ პირველმა და “რეზონანსმა” გადაუმოწმებლად გაავრცელეს 

დიდთოვლობისა და უამინდობის გამო საქართველოში საავტომობილო გზებზე 16 იანვრიდან სხვადასხვა შეზღუდვა მოქმედებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist