განახლების თარიღი: 25.07.2025
ლევან ვასაძე რადიკალურ-ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერია, რომელსაც კავშირები აქვს რუსეთთან და რუსეთის ეკლესიასთან. წარსულში ის თბილისი პრაიდის წინააღმდეგ ძალადობრივი კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
2021 წლის 6 მაისს ვასაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი” დააფუძნა და აცხადებდა, რომ გაერთიანებას მომავალში პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნიდა.
ვასაძე საქართველოში ქრისტიანულ-ევანგელისტური ორგანიზაცია მსოფლიო საოჯახო კონგრესის (WCF) წარმომადგენელია, რომელიც „ბუნებრივი ოჯახის“ დაცვის სახელით, ლგბტ უფლებების გავრცელების წინააღმდეგ იბრძვის. ოჯახების კონგრესი ასევე დაკავშირებულია ამერიკის და აშშ-ს მიერ ყირიმის მოვლენების გამო სანქცირებულ რუს ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევთან, ასევე ალექსეი კომოვთან, რომელიც ამერიკაში დაფუძნებული ორგანიზაციის, ოჯახების მსოფლიო კონგრესის (WCF) ოფიციალური წარმომადგენელია რუსეთში და „ევრაზიანისტული მოძრაობის” ლიდერ ალექსანდრ დუგინთან. დუგინთან მჭიდრო კავშირები აქვს თავად ვასაძესაც, რომლის ტელეარხ “ალტ-ინფოზე” დუგინს ხშირად იწვევენ.
2016 წლის 15-17 მაისს რიგით მეათე საიუბილეო კონგრესი სახელწოდებით „ცივილიზაციის გზაჯვარედინზე: ოჯახი – თავისუფლებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი“ თბილისში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი ლევან ვასაძე იყო, რომელმაც კონგრესზე ჰომოფიბიური, ანტიდასავლური და პრორუსული განწყობების შემცველი სიტყვა წარმოთქვა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, სასულიერო პირები და პრორუსული პოლიტიკური პარტიის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
ვასაძე ხშირად ესწრება პატრიარქ ილია მეორესთან და პატრიარქის ადგილობრივი მცხოვრებლების შიო მუჯირთან ერთად, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარია.
2021 წელს თბილისი პრაიდის (Tbilisi Pride) ჩატარების წინააღმდეგ ძალადობრივ კონტრაქციაში ვასაძესთან დაკავშირებული ჯგუფები, ასევე ტელეარხ “ალტ-ინფოს” წამყვანები იყვნენ ჩართული, რასაც შედეგად 53 ჟურნალისტზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. 2019 წელს პრაიდის წინააღმდეგ კი ვასაძე “სახალხო ლეგიონის” ჩამოყალიბების ინიციატივით გამოვიდა, რომელსაც დაგეგმილი ღონისძიების პერიოდში ქალაქში პატრულირება უნდა განეხორციელებინა.
ლევან ვასაძემ 2021 წელს “ერი მედია” დააფუძნა, რომლის ეთერშიც ერთ-ერთი თოქ-შოუს “ამიერ-იმიერის” თანაწამყვანი თავადაც იყო. არხზე, რომლის გადაცემებიც ფეისბუქზეც ვრცელდებოდა, ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილები რეგულარულად ვრცელდებოდა. 2024 წლის აგვისტოდან ერი მედიას ვებ-გვერდზე ინფორმაცია არ განახლებულა, ხოლო ფეისბუქ გვერდზე სხვხადასხვა თემატიკის ძველი მასალების გაზიარება ხდება.
აღსანიშნავია, რომ ვასაძე ასევე იყენებს მსოფლიო საოჯახო კონგრესის ფეისბუქ გვერდს, სადაც სხვადასხვა პლატფორმების მასალების გადაზიარება ხდება.














