Timenews.ge ე.წ. clickbait საიტია, რომელიც ფულს ბმულზე კლიკების რაოდენობის მიხედვით შოულობს. ასეთი ტიპის საიტებს ფინანსური ინტერესი ამოძრავებთ, რის გამოც ინფორმაციას მყვირალა და შოკის მომგვრელ სათაურებს არქმევენ. Timenews-ის ამგვარ პროფილზე მიგვანიშნებს ის სარეკლამო ბანერები, რომლებიც აღნიშნულ ინფორმაციას ახლავს. ეს რეკლამები ეხება სახალხო მითებს სხვადასხვა დაავადებების განკურნების შესახებ. ვებ-გვერდზე არ არის განთავსებული ინფორმაცია გამოცემის სარედაქციო შემადგენლობის შესახებ. სექცია “კონტაქტი” არ ფუნქციონირებს და შესაბამისად, რედაქციასთან დაკავშირება შეუძლებელია. Timenews.ge ერთ-ერთი პლატფორმა იყო, რომელმაც 2019 წლის 8 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციების ფონზე, გაავრცელა 5 წლის წინანდელი ინფორმაცია, თითქოს პუტინი საქართველოში შეჭრისთვის ემზადებოდა.