ქართულენოვანი ფეისბუქ გვერდი The Caucasian Telegraph, 2020 წლის 2 ნოემბერს შეიქმნა. ის კორონავირუსთან და მსოფლიო პოლიტიკის სიახლეებთან ერთად პერიოდულად არმენოფობიურ ვიდეოებს აქვეყნებს. გვერდი ორი ადმინის მიერ საქართველოდან იმართება.
გვერდი ყარაბაღის კონფლიქტის განვითარებასთან ერთად გააქტიურდა, გამოქვეყნებული პოსტები ხშირად სომხურ დიასპორას მიემართება და მათ მსოფლიო საფრთხედ წარმოაჩენს, მათთან დაკავშირებით ქვეყნდება კონსპირაციული ვიდეოებიც. გვერდზე ასევე ჟღერდება პრორუსული, ანტიდასავლური და ჰომოფობიური გზავნილებიც.