fact Checker, დეზინფორმაცია, ფაქტჩეკერი, მითების დეტექტორი

ტაკერ კარლსონი

ტაკერ კარლსონი ამერიკელი ჟურნალისტი და Fox News-ის ყოფილი წამყვანია, რომელიც ხშირად ჩნდება რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში და კრემლის ნარატივებს იმეორებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან ტაკერ კარლსონი უკრაინისთვის ამერიკული დახმარების მიწოდების მოწინააღმდეგე იყო. ამასთანავე, იგი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორს უწოდებდა და აცხადებდა, რომ იგი ამერიკის დახმარებით რუსეთში ხელისუფლების დამხობას ცდილობს. კარლსონი ცდილობდა, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენცია “რელიგიურ ომად” წარმოეჩინა და აქცენტი რუსეთის პასუხისმგებლობიდან ამერიკაზე  გადაეტანა, რასაც გარკვეულ შემთხვევებში უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირების და ჩარევის (FIMI) ხასიათი ჰქონდა. კერძოდ, კარლსონის მანიპულაციურ ინტერპრეტაციებს, პირველ რიგში, რუსული პროპაგანდისტული მედიები ავრცელებდნენ, ქართულ კონტექსტში კი კრემლისტური გამოცემების გარდა (ალტ-ინფო, საქართველო და მსოფლიო), ასეთი შემთხვევების ამერიკის წინააღმდეგ ლოკალიზებას სახელისუფლებო აქტორებიც (ექსპერტები და მედია) ახდენდნენ

აღსანიშნავია, რომ ტაკერ კარლსონის ვიდეოები სხვადასხვა ენაზე ითარგმნება და არა მხოლოდ ფეისბუქის, არამედ სხვა სოციალური ქსელების საშუალებითაც ვრცელდება. მაგალითად, “КарлсонТВ“ ხელმისაწვდომია არა მხოლოდ YouTube-ზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, არამედ ტელეგრამზე, Vkontakte-ში, Sponsr.ru-ზე და სხვა რუსულ პლატფორმებზეც.

ამჟამად ტაკერ კარლსონის პლატფორმას ონლაინ პოდკასტების სერია წარმოადგენს, რომლის ამპლიფიკაციას, იდეოლოგიური თანხვედრიდან გამომდინარე რუსეთის სახელმწიფო მედია  რეგულარულად ახდენს. კარლსონი რუსეთის „სახალხო ერთიანობის კლუბის“ დამოუკიდებელი მედიაექსპერტების საბჭოს წევრადაც ფიგურირებდა. ამავე საბჭოს წევრები არიან სკოტ რიტერი, ჯეფრი საქსი, ლარი ჯონსონი და რიკარდო სანჩესი – “დასავლელი ექსპერტები” რომლებიც, კარლსონის მსგავსად კრემლის სასრგებლო გზავნილების გავრცელებით არიან დაკავებული. „სახალხო ერთიანობის კლუბის“ პრეზიდიუმის წევრები არიან ალექსანდრ დუგინი, ევგენი პრიმაკოვი და ნიკოლაი აზაროვი.

ტაკერ კარლსონი პირველი დასავლელი ჟურნალისტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შემდეგ ინტერვიუ ჩამოართვა. პუტინის შემდეგ კარლსონმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუც დააანონსა, თუმცა პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. რამდენიმე თვეში Fox News-ის ყოფილმა წამყვანმა ინტერვიუ კრემლის კიდევ ერთ წარმომადგენელთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ჩაწერა

დაკავშირებული პროფილები
მომზადებული სტატიები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist