სოციალისტური პლატფორმა

სოციალისტური პლატფორმა

განახლების თარიღი: 02.09.2025

“სოციალისტური პლატფორმა” კრემლისტურ პარტიასთან “სოლიდარობა მშვიდობისთვის” დაკავშირებული ფეისბუქ გვერდია, რომელიც ანტიდასავლური და კრემლისტური ნარატივებს ავრცელებს. გვერდი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, NATO-სთან თანამშრომლობის შეწყვეტასა და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. 

პლატფორმა დასაწყისიდანვე კაპიტალიზმის კრიტიკის გზით სოციალისტურ საბჭოთა წარსულის დადებითად წარმოჩენას ცდილობდა

2023 წელს “სოციალისტურ პლატფორმაზე” საქართველოს კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის, თემურ ფიფიასა და ილია ლობჟანიძის ავტორობით გადაცემები გადიოდა. ლობჟანიძეს “სოლიდარობა მშვიდობისთვის” გადაცემაში იწვევდნენ, სადაც “სოციალისტური პლატფორმის” კოორდინატორის რეგალიით ფიგურირებდა, ფიფიას კი ამავე პლატფორმის მდივნად წარადგენდნენ

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 18 მაისს “სოციალისტური პლატფორმის” ორგანიზებით ინიციატივით გამართულ კონფერენციაში „თანამედროვე ფაშიზმი, პროდასავლური ულტრამემარჯვენე ძალები და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გავლენა საქართველოზე“ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, გიორგი გვიმრაძე და ნინო ხელაია მონაწილეობდნენ.

“სოციალისტურ პლატფორმას” 2025 წლის 24 ივლისის მონაცემებით, ფეისბუქ გვერდზე 1 500 გამომწერი გვყავს. პლატფორმა გვხვდება ტიკ ტოკზეც, სადაც 169 ანგარიშს ჰყავს გამოწერილი. 

დაკავშირებული პროფილები
მომზადებული სტატიები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist