გვერდი “სირცხვილის კორიდორი” შეიქმნა 2019 წლის 21 მაისს და ძირითადად აქვეყნებს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკური ოპონენტების მადისკრედიტირებელ პოსტებს.
გვერდი პერიოდულად ახმოვანებს მმართველი სახელისუფლებო გუნდის გზავნილებს და ანტისაოკუპაციო აქციის დისკრედიტაციას ეწევა.