United Neutral Georgia

საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

განახლების თარიღი: 23.07.2025

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ 2024 წლის 10 ივლისს, საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლების მხარდამჭერების მიერ დაფუძნდა. მოძრაობა ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება  და ნეიტრალიტეტის მომხრეა. მათი აზრით, დასავლეთთან ინტეგრაცია საქართველოს ინტერესებს და ეროვნული თვითმყოფადობის დაცვას ეწინააღმდეგება. 

საგარეო კურსის გადახედვის გარდა, მოძრაობა ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ნაციონალური მოძრაობის”, ასევე მათი მხარდამჭერების – “კოლექტიური ნაცმოძრაობის” გასამართლებასაც ითხოვს. მათი თქმით, საქართველოში არსებობს ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი „ჯაშუშური ქსელი“, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს უქმნის საფრთხეს. ამ მიზნით, 2025 წლის იანვარში, მოძრაობის წარმომადგენლებმა  საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართეს და ოპოზიციური პარტიებისა და პირების მიმართ გამოძიება მოითხოვეს. აღსანიშნავია, რომ მათი მიმართვის საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება შესაძლო დივერსიასა და უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაში დაიწყო.

საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებელი ჯგუფის წევრები ხელისუფლების მხარდამჭერი პირები არიან, კერძოდ: ვატო შაქარიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ლევან ნიკოლეიშვილი. 

ვატო შაქარიშვილი სამოქალაქო მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფძნებელი და ამავე სახელწოდების კონსერვატიული ონლაინ გამოცემის დირექტორია

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ბიძინა გიორგობიანი თავს წინა ხელისუფლების პოლიტპატიმრად მიიჩნევს. მან ქვეყანა 2005 წელს დატოვა, 2007 წელს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 6-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მოძრაობის კიდევ ერთი წევრი,  ხელისუფლებო ექსპერტი ნანა კაკაბაძე, რომელიც ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარეა.

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებლები სახელისუფლებო პროპაგანდისტულ არხებზე ხშირად ჩნდებიან. დამფუძნებლები აცხადებენ, რომ მომავალში გაერთიანების პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას გეგმავენ

დაკავშირებული პროფილები
მომზადებული სტატიები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist