ა(ა)იპ საზოგადოება “ქართული” მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში 2024 წლის 29 აპრილს დარეგისტრირდა.
ორგანიზაციის დაფუძნების მიზნად, “ღირებულებათა ომის” პირობებში, საქართველოს ეროვნული ღირებულებებისა და ინტერესების დაცვა დასახელდა. საზოგადოება “ქართული” ამ მიზნების მიღწევისთვის სხვა საკითხებთან ერთად ცილისწამებასა და სიძულვილის ენაზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითხოვს, განსაკუთრებით კი საქართველოს პატრიარქისა და ქართული ეკლესიის დაცვას მსგავსი გამოხატვებისგან.
“საზოგადოება ქართულის” დამფუძნებელთა საერთო კრების წევრები არიან: გიორგი გაბუნია (დირექტორი); ომარ დონაძე; ჯიქი (სვიმონ) ჯანგულაშვილი; ვალერიან ასათიანი და ვარლამ ლიპარტელიანი.
ორგანიზაციის დირექტორი გიორგი გაბუნიაა ნეიტრალიტეტს მომხრეა, ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი კი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრიც არის. ორგანიზაციის სხვა დამფუძნებლები (ვალერი ასათაიანი, სვიმონ ჯანგულაშვილი) სახელისუფლებო მედიების ეთერში ხშირად ჩნდებიან და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მხარდაჭერასაც გამოხატავენ.