საქინფორმი

საქინფორმი

განახლების თარიღი: 04.08.2024

ქართული საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმი” 2010 წელს დაარსდა. იგი 4 სხვადასხვა დომეინს მოიცავს, მათ შორის: SAQINFORM.GE, RU.SAQINFORM.GE, GRUZINFORM.GE, RU.GRUZINFORM.GE.

საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმის” 100%-იანი წილის მფლობელი 2013 წლიდან გამოცემის რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილია.

„საქინფორმის“ დომეინი პრორუსული ორიენტაციის ორგანიზაციის „ისტორიული მემკვიდრეობის“ ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა რეგისტრირებული, რომელიც „საქართველო და მსოფლიოსაც“ ფლობს.

შინაარსობრივი თვალსაზრისით, “საქინფორმი” და “საქართველო და მსოფლიო” ხშირად ავრცელებენ ერთმანეთის სტატიებს. მათ მასალებში ხშირად გვხვდება ანტიდასავლურ პროპაგანდისტული გზავნილები, ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები და მათი ნარატივები ძირითადად პროკრემლისტური მესიჯების იდენტურია.

ზემოაღნიშნული გზავნილები ხშირად თავად “საქინფორმის” რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი, ავრცელებს. ის ხშირად აფასებს მიმდინარე მოვლენებს, როგორც “საქინფორმზე”, ასევე მის საკუთარ საიტზე www.arnoxidi.com. მოცემული ვებგვერდები ორენოვანია, მასალები ქვეყნდება როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენებზე.

ხიდირბეგიშვილის სახელით Facebook-ზე ორი ანგარიში არსებობს (პირველი, მეორე).

არნო ხიდირგებიშვილი კრემლის მედია სპუტნიკ საქართველოს ავტორიცაა და მას, ასევე, ხშირად ციტირებს გაზეთი “ასავალ-დასავალი”, რომელიც ღიად გაცხადებულ ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის, აგრეთვე, ანტიდასავლური სენტიმენტების შემცველ კონტენტს აქვეყნებს, რაც ხშირად ღიად პრორუსული მედიასაშუალებების ნარატივების იდენტურია.

დაკავშირებული პროფილები
მომზადებული სტატიები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist