განახლების თარიღი: 02.09.2025
რევაზ კარანაძე პროფკავშირი “სოლიდარობის ქსელის” გამგეობის წევრია. ფეისბუქის თანახმად, ის 2019-2020 წლებში საქართველოს პარლამენტში, “ქართული ოცნება — სოციალ-დემოკრატების” ფრაქციის წევრის ბექა ნაცვლიშვილის ბიუროში მუშაობდა.

რევაზ კარანაძე პოლიტიკური იდეოლოგიის მხრივ მემარცხენე ფლანგის წარმომადგენელია და ანტიდასავლურ გზავნილებს კაპიტალიზმის კრიტიკის ფორმით ახმოვანებს.
კარანაძე სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს ვლოგებს, რომლებიც ხელისულფების პოზიციასთანაა თანხვედრაში არასამთავრობოების და დასავლელი დონორების, დასავლეთის მიერ საქართველოს “ომში ჩათრევის” და სხვა თემების შესახებ. ის კონსტიტუციაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ჩანაწერის მიზანშეწონილობასაც ეჭვქვეშ აყენებს. კარანაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ასევე არის ხელისუფლების სამიზნე, “კოლონიალურ პროექტს” უწოდებს.
კარანაძე ასევე ავრცელებს რუსულ მედიაში კულტივირებულ ძველ დეზინფორმაციას ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის მიერ ორგანოებით ვაჭრობის შესახებ.
საჯარო რეესტრის მიხედვით, კარანაძე და სახელისუფლებო პროპაგანდისტი გური სულთანიშვილი ა(ა)იპ კრიტიკული აზროვნების ინსტიტუტის სამდივნოს წევრები არიან.














