პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრი

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრი

განახლების თარიღი: 22.07.2025

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი 2013 წელს საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა და რუსეთის „გორჩაკოვის საზოგადოებრივი დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდის“ თანამშრომლობით დაარსდა. გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის ბრძანებით შეიქმნა და ცნობილია, როგორც კრემლის რბილი ძალის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი საზღვარგარეთ. 

ცენტრის საქმიანობა ხშირად განიხილება როგორც პლატფორმა რუსეთის პროპაგანდისა და ისტორიული მანიპულაციების გასავრცელებლად. ცენტრი ხელს უწყობს კრემლისთვის სასურველი ნარატივების პოპულარიზაციას – მათ შორის ისტორიის გადახედვას და ლეგიტიმაციის მოპოვებას რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის. მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევების მიხედვით, პრიმაკოვის ცენტრი საქართველოში რუსული გავლენის გაძლიერებას და ანტიდასავლური გზავნილების სისტემატიური გავრცელებით საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ემსახურება.

ბოლო წლების ტენდენციები მიუთითებს, რომ ცენტრი აქტიურად არის ჩართული იმ ქმედებებში, რომლებიც რეგიონში რუსეთის სტრატეგიულ მიზნებს ემთხვევა. ცენტრის საქმიანობა მოიცავს უფასო რუსული ენის კურსებს, ასევე სხვადასხვა კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ ღონისძიებებს, რომლებიც რუსეთთან კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად. საქართველოში ე. პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ქართულ-რუსული ურთიერთობების რეანიმაციის პროცესის მიზნით, 2023 წლიდან ახალი “ქართულ-რუსული უნივერსტიტის” გახსნის იდეას ლობირებს. საგანმანათლებლო სფეროს გარდა, ეს თანამშრომლობა სპორტსაც მოიცავსრუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, სოჭში ორგანიზებულ მსოფლიო ახალგაზრდულ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციაც იყო წარმოდგენილი

პრიმაკოვის ცენტრის ფეისბუქ გვერდზე რუსეთის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული პროექტების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ქვეყნდება. მაგალითისთვის, 2025 წლის 25 მარტს გვერდმა დააანონსა პროექტი „კავკასიური დიალოგი – 2025,” რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლისა და ისტორიის მკვლევრებს, სტუდენტებსა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს იწვევს რუსეთში. 

2018 წლის მარტიდან ცენტრის დირექტორია დიმიტრი ლორთქიფანიძე – ყოფილი დეპუტატი და მოძრაობა „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“-ს წევრი, რომელიც ასევე დაკავშირებულია ულტრანაციონალისტურ მოძრაობა „ქართული მარშის“ საქმიანობასთან. 2021 წელს ლორთქიფანიძე ე.წ. „კარტოგრაფების საქმეში” ფიგურირებდა. კერძოდ,  რადიო „თავისუფლების“ ცნობით, ლორთქიფანიძე თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული დეპარტამენტის წარმომადგენელ დიმიტრი ქართლელიშვილს შეხვდა, სადაც ქართლელიშვილმა მას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის ახალი კომისიის ჩამოყალიბების გეგმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მას კომისიის წევრობა შესთავაზა

ლორთქიფანიძე ასევე დაკავშირებულია კრემლისტურ პარტიასთან “სოლიდარობა მშვიდობისათვის.” პარტიის ღონისძიებებზე დასწრების პარალელურად, ლორთქიფანიძე “სოლიდარობა მშვიდობისთვის” მიერ შექმნილი „თავისუფალი ტრიბუნის“ პლატფორმის წევრია, რომელიც რუსეთთან დიალოგის მიზნით შეიქმნა. კამპანიის საწყისი მიზანია რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მოთხოვნით 100–150 ათასი ხელმოწერის შეგროვება, რათა ამ გზით ხელისუფლებაზე ზეწოლა მოხდეს. აღსანიშნავია, რომ კამპანია 2025 წლის 7 მაისს, “თავისუფალი ტრიბუნის” მიერ გამართულ ღონისძიებაზე დაიწყო, სადაც რუსეთთან დიალოგის მოთხოვნით რეზლუცია იქნა მიღებული, სხვა კრემლისტურ აქტორებთან ერთად რეზოლუციას ხელს დიმიტრი ლორთქიფანიძეც აწერს.  

2022 წლის სექტემბერში თიბისი ბანკმა “პრიმაკოვის ცენტრს” ანგარიშები დაუხურა. ბანკი განმარტავდა, რომ ანგარიშების დახურვის გადაწყვეტილება საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით ბანკის შიდა პოლიტიკას უკავშირდებოდა.

ლორთქიფანიძე რეგულარულად ჩნდება რუსულ პროპაგანდისტულ მედიებში (1, 2, 3), სადაც ქართველი ხალხის სახელით ანტიდასავლურ ნარატივებს აჟღერებს.  მას ასევე რეგულარულად ციტირებენ აზერბაიჯანული რუსულენოვანი გამოცემები. 

დაკავშირებული პროფილები
მომზადებული სტატიები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist