პოს ტვ (POS TV)

პოს ტვ (POS TV)

POSTV პროსახელისუფლებო პროპაგანდისტული ტელეარხია, რომელიც მმართველი პარტია “ქართულ ოცნების” პოლიტიკის პოზიტიურად წარმოაჩენას და ხელისუფლების ოპონენტების დისკრედიტაციას ცდილობს. POSTV-ის ნარატივები დასავლეთის ორმაგ სტანდარტებზე, გლობალური ომის პარტიაზე და ა.შ. თანხვედრაშია ხელისუფლების რიტორიკასთან და სარედაქციო პოლიტიკაც ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტების მიხედვით იცვლება. 

სხვა სახელისუფლებო მედიებთან და ფეისბუქ გვერდებთან ერთად, არხი არაერთ დისკრედიტაციის კამპანიაში ყოფილა ჩართული და დასავლეთის, უკრაინისა და ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ არაერთი დეზინფორმაცია გაუვრცელებია

POSTV კონსერვატიულ მედიად პოზიციონირებს და 2023 წლის ბოლოდან ხელისუფლების ანტილიბერალური ხაზის გასაძლიერებლად ახალი გადაცემა “ლიბერალიზმის ანატომია” დაიწყო, რომელიც დასავლეთის გენდერულ და იდენტობის პოლიტიკას მავნედ და საზოგადოებისთვის დამანგრევლად წარმოაჩენს. გადაცემა ხშირად ამგვარ პოლიტიკას საქართველოს ტრადიციულ ღირებულებებთან შეუთავსებლად და მეტიც, გარდაუვალ საფრთხედ წარმოაჩენს და ამკვიდრებს აზრს, თითქოს „გენდერული იდეოლოგიის“ თავსმოხვევა დასავლეთთან ინტეგრაციის გზით ხდება. გადაცემა ძირითადად დასავლეთში ლიბერალიზმის კრიზისის თემას ავითარებს და ანტილიბერალური და ანტიდასავლური დისკურსის შექმნას სწორედ გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციის თემებზე დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის გავრცელებით ცდილობს. ამასთანავე, არხი იმ დასავლელი პოლიტოკსების პირადი ცხოვრების ინსტრუმენტალიზაციას ახდენს, ვინც დემოკრატიული უკუსვლის გამო საქართველოს ხელისუფლების ქმედებების კრიტიკულად აფასებს

აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელს, ე.წ “აგენტების კანონის” ფონზე არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე განხორციელებულ ვანდალურ აქტებს, როცა უცნობი ნიღბიანი პირები ღამით ოფისებზე წარწერებს აკეთებდნენ და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აგენტებად აცხადებდნენ, “პოსტვ”-ის გადამღები ჯგუფი ნიღბიან პირებთან ერთად აქტიურად აშუქებდა.  (1,2,3,4,5).

სარედაქციო პოლიტიკისგან განსხვავებული აზრის საჯაროდ დაფიქსირების გამო არხს არაერთი თანამშრომელი გაუთავისუფლებია. ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით დაწერილი კომენტარის გამო.

შპს “პოსტვ” საჯარო რეესტრში 2017 წლის 21 ივნისს დარეგისტრირდა და მისი თავდაპირველი მესაკუთრეები ნუგზარ რუხაძე (20%), ზაზა შათირიშვილი (20%), ზვიად ბლიაძე (20%), შალვა რამიშვილი (20%) და შპს “სვოტ პროდაქშენი” (20%) იყვნენ. 2022 წლიდან კი არხის საკონტროლო პაკეტის (52%) მფლობელი “ხალხის ძალის” წევრი ვიქტორ ჯაფარიძე გახდა, რომელიც მმართველი პარტია “ქართული ოცნების” სატელიტი ორგანიზაციაა.

“პოს ტვ-ის” თანამფლობელი, ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოს მე-6, მე-8, მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. ბოლო სამი მოწვევის პარლამენტში ის “ქართული ოცნების” სიით მოხვდა. საჯარო რეესტრისთვის ტელეკომპანიის წილების გადაფორმების მოთხოვნიდან მეორე დღეს ის მოძრაობა “ხალხის ძალას” შეუერთდა, რასაც  “პოსტვ”-ის განცხადება მოჰყვა, რომ ტელევიზია მოძრაობა “ხალხის ძალის” მედიაპლატფორმა იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ “მაუწყებლობის შესახებ” კანონით, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე.

“ხალხის ძალა” “ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა 2022 წლის აგვისტოში, მმართველი პარტიის პოზიციების რადიკალური ფორმით გახმოვანების მიზნით, დაფუძნდა. “ხალხის ძალა”, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობაში დღემდე რჩება, “ქართული ოცნების” მსგავსად, ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა, რა დროსაც ომის შიშებით ინსტრუმენტალიზაციას ხშირად იყენებს.

ჯაფარიძე, “ხალხის ძალის” სხვა წარმომადგენლებთან ერთად, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის  ავტორი იყო, რომელსაც მისი რეპრესიული ბუნების გამო, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყნისთვის საზიანოდ აფასებენ. ბოლო წლებში არხის როგორც კომერციული, ასევე საბიუჯეტო კონტრაქტებით მიღებული თანხები გაიზარდა

“პოსტვ” ფეისბუქზე მართავს გვერდებს – POSTV – ანალიტიკა, POSTV – რეალობა, ლიბერალიზმის ანატომიაPOSTV – ანალიტიკას, 2025 წლის 22 ივლისის მონაცემებით,  ყველაზე მეტი — 276 000 გამომწერი ჰყავს. მედია წარსულში ნიუსებს აქვეყნებდა გვერდზე POSTV – ახალი ამბები, თუმცა ახალი ამბების გვერდი მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ აქტიური აღარ არის. ამას გარდა, “პოსტვ” იყენებს ინსტაგრამისა და ტიკტოკის პლატფორმებსაც.

დაკავშირებული პროფილები
მომზადებული სტატიები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist