განახლების თარიღი: 01.08.22025
ფეისბუქ გვერდი “პოლიტიკანო,” რომელიც ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსულ საზოგადოებრივ ცენტრთან იყო დაკავშირებული, ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის.. “პოლიტიკანო” მემარცხენე გამოცემად პოზიციონირებდა. ის ევროატლანტიკურ სკეპტიციზმს აღვივებდა, ევროპის კოლონიალურ წარსულს, დღევანდელობად წარმოაჩენდა, ხოლო რუსეთის ოკუპაციას და საბჭოთა ოკუპაციას უარყოფდა.
ნიშანდობლივია, რომ 2022 წლის თებერვლში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ინტერვენციამდე, პოლიტიკანომ ფეისბუქში უკრაინის წინააღმდეგ დასპონსორებული კამპანია წამოიწყო, რომელიც უკრაინას არშემდგარ, ნაცისტურ ქვეყანად წარმოაჩენდა და სრულ თანხვედრაში იყო კრემლის დეზინფორმაციულ კამპანიასთან.
პოლიტიკანო რუსეთის პასუხისმგებლობას 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაშიც უარყოფდა. გვერდი ხშირად ავრცელებდა ანტიდასავლურ ნარატივს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის გარდა საქართველოს ტერიტორიები სხვა ქვეყნების მიერაც იყო ოკუპირებული.
‘პოლიტიკანოს” დამფუძნებელი და მასალების ავტორი გიორგი მდივანია. ის, “პოლიტიკანოს გარდა, სხვა კრემლისტურ მედიებშიც ფიგურირებს. სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ონლაინ გამოცემა “სივრცეების” გარდა, მას თავსმოხვეულ ფერად რევოლუციებზე სასაუბროდ სახელისუფლებო “იმედიც” უთმობს ეთერს, ანტიდასავლური განწყობების გასაღვივებლად კი – კრემლისტურ პარტიასთან “სოლიდარობა მშვიდობისთვის” დაკავშირებული “სოლიდარობის სტუდია”.
გიორგი მდივანი და პრიმაკოვის ცენტრთან დაკავშირებული არჩილ სიხარულიძე ბოლო წლებში რუსეთში სხვადასხვა ღონისძიებებს აქტიურად ესწრებიან (მაგალითად, Президентская академия – РАНХиГС-ში 2017 წელს). 2017 წლის სექტემბერში მოსკოვში გამართულ “ევრაზიის ახალგაზრდულ ფორუმს” Patrioti TV-ის დამფუძნებელი, გიორგი ირემაძე და გიორგი მდივანი ერთად ესწრებოდნენ.














