პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსი

კონსერვატიული მოძრაობისგან განსხვავებით მეორე კრემლისტური პარტია “პატრიოტთა ალიანსი” არა რუსეთთან სამხედრო მეკავშირეობას, არამედ ნეიტრალიტეტს ემხრობა. პარტია წლებია თურქოფობიის თემაზე კაპიტალიზებას ცდილობს და გზავნილით – “თუ რუსეთი ოკუპანტია, თურქეთიც ოკუპანტია” – თანამედროვე საფრთხეებიდან ყურადღების ისტორიულ საფრთხეებზე გადატანას ცდილობს. ნეიტრალიტეტის გარდა, პარტიის წევრები წლებია ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატის უგულებელყოფას და კონფლიქტების რუსეთთან პირისპირ დიალოგის გზით, დასაველთის ჩარევის გარეშე  მოგვარებას ადვოკატირებენ; ასევე ამერიკული ორგანიზაციების NDI-ის და IRI-ის და მათი კვლევითი საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით გამოდიან

“პატრიოტთა ალიანსის” რუსულ კავშირებზე ჟურნალისტური გამოძიება მიხეილ ხოდორკოვსკის საგამოძიებო პროექტმა „დოსიე ცენტრმა” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ  გამოაქვეყნა.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ფონზე, 2022 წლის აპრილში შეხვედრებს მოსკოვში “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებიც მართავდნენ. შეხვედრას რუსული ფედერალური საბჭოს მხრიდან საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბანოვი და ამავე კომიტეტის კიდევ ერთი წევრი მიხეილ სინიცინი ესწრებოდნენ, ხოლო პატრიოტთა ალიანსის ლიდერებთან (ირმა ინაშვილთან და დავით თარხან-მოურავი) ერთად  ორგანიზაცია “რუსეთის ჯავახკური დიასპორის” პრეზიდენტ აგასი არაბიანი.  

პატრიოთა ალიანსი
სურათზე: პატრიოტთა ალიანსის ლიდერების შეხვედრები რუსეთის ფედერალური საბჭოში
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist