პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსი

განახლების თარიღი: 18.07.2025

კრემლისტური პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” რუსეთთან პირისპირ მოლაპარაკებების და ნეიტრალიტეტის მომხრეა. პარტია წლებია საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვებას თურქოფობიის გაღვივებით ცდილობს და გზავნილით – “თუ რუსეთი ოკუპანტია, თურქეთიც ოკუპანტია” – თანამედროვე საფრთხეებიდან ყურადღების ისტორიულ საფრთხეებზე გადატანას ცდილობს. ნეიტრალიტეტის გარდა, პარტიის წევრები წლებია ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატის უგულებელყოფას და კონფლიქტების რუსეთთან პირისპირ დიალოგის გზით, დასაველთის ჩარევის გარეშე  მოგვარებას ადვოკატირებენ, რაც რუსეთის კონფლიქტის მხარედან კონფლიქტის მედიატორად ტრანსფორმაციას ისახავს მიზნად

პარტიამ რუსეთთან დიალოგის დაწყების მიზნით, რუსეთში ვიზიტები ბოლო წლებში რამდენჯერმე განახორციელა: 2017 წელს პარტიის ლიდერებირუსეთის ფედერაციის სათათბიროს დეპუტატებს შეხვდნენ, 2022 წლის აპრილში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი,  ორგანიზაცია “რუსეთის ჯავახკური დიასპორის” პრეზიდენტ აგასი არაბიანთან ერთად _ რუსეთის ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბანოვსა და ამავე კომიტეტის წევრ მიხეილ სინიცინს

პატრიოტთა ალიანსის რუსეთთან კავშირი კრემლის კრიტიკოსის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა რუსულმა საგამოძიებო პროექტმა – ცენტრმა „დოსიეს“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადასტურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში სწორედ “პატრიოტთა ალიანსს” უჭერდა მხარს.

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები რუსეთთან ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებენ. პარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, ემზარ კვიციანი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის პარტიული სიით საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, ოკუპაციის კანონის გაუქმების მოწოდებით გამოდიოდა და აცხადებდა, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა სააკაშვილის ხელით დაიწყო

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ანტითურქული გზავნილების გავრცელება “პატრიოტთა ალიანსის” კამპანიის ნაწილი იყო, რაც როგორც სარეკლამო კლიპებსა და ქუჩის გარე რეკლამაზე აისახა, სადაც აჭარა თურქეთის მიერ ოკუპირებულად იყო წარმოჩენილი 

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 2012 წელს დაფუძნდა, რეესტრში კი 2013 წლის 22 იანვარს დარეგისტრირდა. პარტიამ 2016 წლის არჩევნებში 5.1%-ის მიღების შემდეგ კი პარლამენტში ფრაქცია “საქართველოს პატრიოტები” ჩამოაყალიბა. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავია, გენერალური მდივანი კი ირმა ინაშვილი.  

2024 წლის ივნისში, მას შემდეგ რაც “კონსერვატიულ მოძრაობას” საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია გაუუქმა, პარტია, “ქართულ იდეასთან” ერთად საარჩევნო ბლოკში “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”  შეუერთდა. ბლოკის ლიდერები აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი ეროვნული ერთობის ფორმირება და პარლამენტში ეროვნული და კონსერვატიული ძალების შეყვანა იყო. 

პატრიოტთა ალიანსი ასევე დაკავშირებულია მედიაკავშირ “ობიექტივთან,” რომელიც ირმა ინაშვილმა, მამუკა გობეჩიამ, ირაკლი ცილიკიშვილმა და რეგან თელოიანმა 2010 წელს დააფუძნეს. ინაშვილი ტელეკომპანიის მმართველობაში 2014 წლიდან აღარ ფიგურირებს. 

“ობიექტივის”  სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია პარტიის საჯარო რიტორიკასთან და ის თურქოფობიური, ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ანტიდასვლური გზავნილებით და დეზინფორმაციით გამოირჩევა. “ობიექტივი” საქართველოს ევროატლანტიკური მცდელობის უარყოფით მხარეებს უსვამს ხაზს მის ალტერნატივად სამხედრო ნეიტრალიტეტს განიხილავს. “ობიექტივზე” გაჟღერებული დეზინფორმაცია ფაქტების გადამოწმების პლატფორმა “მითების დეტექტორს” არაერთხელ გამოუვლენია

დაკავშირებული პროფილები
მომზადებული სტატიები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist