მჟავანაძე ნიკოლოზ

მჟავანაძე ნიკოლოზ

განახლების თარიღი: 22.07.2025

ნიკოლოზ მჟავანაძე სეზონი ტვ-ის ჟურნალისტი და გადაცემის წამყვანი, ასევე ორგანიზაცია  “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელია.  

მჟავანაძე ღიად კრემლის მხარდამჭერი პოზიციით გამოირჩევა და რუსეთთან ეკონომიკური, დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობების სრული აღდგენის მომხრეა. 2024 წლის მაისში მჟავანაძემ საკუთარ Facebook პროფილზე გამოაქვეყნა ვიდეო მოსკოვიდან, სადაც მაყურებლებს რუსეთსა და “გეი ევროპას” შორის არჩევანის გაკეთებას სთავაზობდა. 2024 წლის ოქტომბერში მჟავანაძე მოსკოვში ხელახლა ჩავიდა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მსოფლიო კონგრესზე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინს შეხვდა. 

მჟავანაძე თურქოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით გამოირჩევა და ისტორიული ტრავმების გაღვივების პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა საფრთხებისგან ხსნას რუსეთში ხედავს. ამასთანავე, როგორც მჟავანაძე ასევე სტუდიაში მოწვეული სტუმრები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციებს ისეთ თემებზე, როგორიცაა საქართველოსთვის სტრატეგიული ანაკლიის პორტი, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენცია, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და სხვა. მჟავანაძე ასევე გამოირჩევა სექსისტური ენითა და გენდერული დეზინფორმაციის გავრცელებით.

წლების განმავლობაში, მჟავანაძე სხვადასხვა კრემლისტურ მედიასაშუალებებში მუშაობდა: ის “ალტ-ინფოსა” და მედია-კავშირ “ობიექტივის” წამყვანი იყო. 2022 წლის 28 აპრილიდან მას სეზონი ტვ-ს ეთერში გადაცემა “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან”, ასევე რუსულენოვანი გადაცემა “Итоги Недели с Николозом Мжаванадзе” (კვირის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად) მიჰყავს.

დაკავშირებული პროფილები
მომზადებული სტატიები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist