განახლების თარიღი: 19.09.2025
გია კორკოტაშვილი ცნობილი ქართველი ულტრამემარჯვენე აქტივისტი და ჰომოფობია. სხვადასხვა დროს იგი აქტიურად იყო ჩართული ულტრამემარჯვენე მოძრაობა “ქართული მარშის” მიერ ორგანიზებულ ანტი-ლგბტ აქციებში და ცნობილია თავისი აგრესიული განცხადებებითა და ქმედებებით. კორკოტაშვილი ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ქართული მისიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია.
კორკოტაშვილი “ქართული მარშის” მიერ ლგბტ თემის წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობრივი აქციების ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2017 წლის ოქტომბერში ის ფეხბურთელ გურამ კაშიას წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელიც მიმართული იყო, რადგან მან ნიდერლანდებში მატჩის დროს ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაური გაიკეთა.
კორკოტაშვილი ამავროულად რამდენიმე ორგანიზაციისა და კომპანიის წევრია, მათ შორის ის სს “ხიდმშენის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.














