ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა

ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა

განახლების თარიღი: 07.08.2025

ნინო ბურჯანაძე ქართველი პოლიტიკოსია, რომელსაც რუსეთთან მჭიდრო კავშირები აქვს. ის ქვეყნისთვის უბლოკო სტატუსის კონსტიტუციით განსაზღვრის მომხრეა და მოსკოვში ვიზიტით წარსულში არაერთხელ ჩასულა. 2010 წელს ბურჯანაძე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც  შეხვდა. კიდევ ერთი გახმაურებული ვიზიტი რუსეთში 2019 წელს “გავრილოვის ღამის” შემდეგ იყო. 

ბურჯანაძე ამჟამად აქტიურ პოლიტიკაში აღარ არის, თუმცა მის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებები კრემლის ნარატივებთან თანხვედრაშია. კერძოდ, ის 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრას, რუსული მხარის მსგავსად, წინა ხელისუფლებას აბრალებს, ხოლო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არ აღიარებს. 

ნინო ბურჯანაძეს რუსეთის პროპაგანდის ცნობილი გზავნილები არაერთხელ გაუვრცელებია. იმის საილუსტაციოდ, რომ  ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ომის საფრთხისგან ვერ დაიცავდა, ბურჯანაძე 2017 წელს ამტკიცებდა, თითქოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ მხოლოდ წყალი და პამპერსები გამოუგზავნა.  ბურჯანაძე ასევე იმეორებდა კრემლის მანიპულაციას NATO-ს მე-5 მუხლის შესახებ, თითქოს ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობების ხარჯზე იქნებოდა შესაძლებელი.

2008 წლის ომის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ პარტია “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ დააფუძნა და 2008 წელს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გამო საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა ყრილობაზევე დაიწყო. 2021 წლამდე პარტიის გენერალური მდივნის პოსტს გრიგოლ ბარამიძე იკავებდა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა და 2025 წლის 1 აპრილიდან კუბის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს იკავებს

ნინო ბურჯანაძის პარტიასთანაა დაკავშირებული, ასევე, ანტიდასავლური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური რიტორიკით გამორჩეული ორგანიზაცია “სახალხო კრება”.

ნინო ბურჯანაძე საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრია. მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტში ბურჯანაძე საარჩევნო ბლოკი “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” პარტიული სიით შევიდა. 2001 წელს ის პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. ბურჯანაძე 2003 წლის ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი იყო, რის შემდეგაც, 2004-2008 წლებში ისევ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

დაკავშირებული პროფილები
მომზადებული სტატიები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist