ფეისბუქ გვერდი „Fაქტები“ 2019 წლის 10 ივლისს შეიქმნა. გამოირჩევა ულტრა-კონსერვატიული შინაარსით, ხშირად აზიარებს ანტილიბერალური მედია “ალტ-ინფოს” ვიდეოებს და ინფორმაციას კრემლთან დაკავშირებული ბიზნესმენი ლევან ვასაძის აქტივობებზე. გვერდი 2020 წლის ნოემბერში ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქციების წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიაში იყო ჩართული, ასევე გამოირჩევა ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის მასალების გავრცელებით.