განახლების თარიღი: 25.07.2025
“ერი მედია” მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელთან და ლიდერთან, ლევან ვასაძესთან დაკავშირებული ტელევიზიაა.
ვასაძე თბილისი პრაიდის წინააღმდეგ ძალადობრივი კონტრაქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ამასთანავე, ის საქართველოში ქრისტიანულ-ევანგელისტური ორგანიზაცია მსოფლიო საოჯახო კონგრესის (WCF) წარმომადგენელია, რომელიც „ბუნებრივი ოჯახის“ დაცვის სახელით, ლგბტქ+ უფლებების გავრცელების წინააღმდეგ იბრძვის. ვასაძეს მჭიდრო კავშირები აქვს რუსულ ეკლესიასთან და „ევრაზიანისტული მოძრაობის” ლიდერ ალექსანდრ დუგინთან.
ვასაძის ანტ-ლიბერალური და რადიკალური პოზიციები უფლებრივ საკითხებზე “ერი მედიის” სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავს, სადაც ის ერთ-ერთი თოქ-შოუს “ამიერ-იმიერის” თანაწამყვანი თავადაც იყო. ეთერში ანტიდასავლური, ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილები რეგულარულად ვრცელდებოდა. “ერი მედია”დაახლოებით 1 წელია აღარ მაუწყებლობს, 2024 წლის აგვისტოდან ვებ-გვერდზე ინფორმაცია არ განახლებულა, ხოლო ფეისბუქ გვერდზე სხვადასხვა თემატიკის ძველი მასალების გაზიარება ხდება.
შპს ე.რ.ი. მედია ჯგუფი 2021 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა., ხოლო 2022 წლის ოქტომბერში არხმასაერთო მაუწყებლობის ავტორიზაცია მიიღო. თავდაპირველად ვასაძე ტელევიზიის 100%იანი წილის მფლობელი იყო, თუმცა ამჟამად ტელევიზიის სრულ პაკეტს ვასაძის ნათესავი ირინე მუჯირი ფლობს. არხის გენერალური დირექტორი კი თინათინ ხორბალაძეა, რომელიც ამასთანავე, ა(ა)იპ მსოფლიო საოჯახო კონგრესის დირექტორადაც არის რეგისტრირებული.
“ერი მედია” 100%-ით დოტაციური ტელევიზიაა. 2022 წელს შემოსავლების ძირითადი ნაწილი “ერი მედიის” მფლობელის, ლევან ვასაძის ნათესავის, ირინე მუჯირის შემოწირულობებია.
“ერი მედიას” ფეისბუქ გვერდზე, 2025 წლის 21 ივლისის მონაცემებით, 28 000 გამომწერი ჰყავს. მედია ტიკ ტოკ პლატფორმაზე, საცაც ამჟამად 48 200 გამომწერი ჰყავს, ძირითადად საარქივო მასალებს აზიარებს.














