Правда-ს დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეებზე ბინების გამქირავებლებს პოლიციისთვის მათზე ინფორმაციის მიწოდება მოეთხოვებათ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დეზინფორმაციის იდენტიფიცირება; მედიაწიგნიერება; ფაქტების გადამოწმება
322
VIEWS

28 სექტემბერს რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემა Правда-მ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ქართულ ენაზე კომპანია “სითიქომის” სახელით დაწერილი განცხადების ფოტო გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ, ვის საცხოვრებელ ბინასაც რუსეთის მოქალაქეები ქირაობენ, აუცილებელია ეს ფაქტი რაიონულ პოლიციას აცნობონ, ხოლო თუ მონაცემებს დამალავენ, შესაძლოა დაჯარიმდნენ. განცხადების ბოლოს “სითიქომის” საკონტაქტო ნომერია მითითებული. 

Правда-მ იგივე პოსტი Yandex Zen-ს პლატფორმაზეც გამოაქვეყნა.

pravda1 | mythdetector.com

“პრავდას” მიერ გამოქვეყნებული განცხადება “სითიქომს” არ ეკუთვნის, კომპანიამ ამ შინაარსის განცხადებასთან კავშირი “მითების დეტექტორთან” უარყო.  გარდა ამისა, ინფორმაცია, თითქოს რუსეთის მოქალაქეებზე ბინების გამქირავებლებმა ამის შესახებ პოლიციას უნდა აცნობონ, არც ღია წყაროებში არ იძებნება.

აღსანიშნავია, რომ “პრავდას” პოსტში კორპუსის ზუსტი ადგილმდებარეობა ან ქუჩა დასახელებული არ არის. გარდა ამისა, ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმცია, თითქოს იმ ადამიანებს, რომლებსაც ბინები რუსეთის მოქალაქეებზე აქვთ გაქირავებული, პოლიციისთვის ამ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება აქვთ.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “მითების დეტექტორი” კომპანია “სითიქომს” დაუკავშირდა. “სითიქომმა”  ზეპირ და წერილობით კომუნიკაციაში აღნიშნა, რომ განცხადება მათი გაკეთებული არ არის. მათი თქმით, კომპანიის მონაცემები არასწორადაა გამოყენებული და ეს განცხადება შესაძლოა ვინმეს ხუმრობა იყოს. “სითიქომის” წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანია განცხადებაზე დამატებითი ინფორმაციის გარკვევას შეეცდება.

pravda2 | mythdetector.com

გარდა ამისა, ამ ტიპის განცხადებას კომპანია “სითიქომის” საქმიანობასთან კავშირი არ აქვს. “სითიქომი” თბილისში მდებარე კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს ლიფტის საბარათე სისტემას სთავაზობს, რაც მათ საშუალებას აძლევს, ლიფტის საფასური ხურდა ფულის რკინის ყუთში ჩაგდების ნაცვლად, სპეციალურ წამკითხველზე ბარათის მიდებით გადაიხადონ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, საქართველო

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist