პრაიდი უკრაინაში თუ კარნავალი ესპანეთში – რას ასახავს ვიდეო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ტროლები, ბოტები, ფოტომანიპულაცია
313
VIEWS

22 აპრილს ფეისბუქ-ანგარიშმა შიინ ევროპისკენ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მამაკაცი, რომელსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ბრჭყვიალა კოსტიუმი აცვია, უკრაინის დროშით ცეკვავს. ვიდეოზე გაკეთებულია შემდეგი წარწერა: “გეი პრაიდები უკრაინაში”.

Screenshot 6 7 | mythdetector.com

გავრცელებული პოსტი ვიდეომანიპულაციას შეიცავს. ვიდეო, რომელშიც მამაკაცი უკრაინის დროშით ცეკვავს, არა უკრაინაში ჩატარებულ “გეი პრაიდს”, არამედ ესპანეთის ქალაქ სანტიაგო დე ლა რიბერას 2022 წლის კარნავალს ასახავს.

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო საკმაოდ დაბალი ხარისხისაა, თუმცა სხვა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ იგივე ვიდეოში ქუჩაში მწვანე ფერის ბანერის ამოცნობა შევძელით. ამ ბანერის დახმარებით კი სოციალურ ქსელში დამატებითი ძიებით მივაკვლიეთ, რომ ვიდეო არა უკრაინაში, არამედ ესპანეთის ქალაქ სანტიაგო დე ლა რიბერაშია გადაღებული.

Screenshot 7 7 | mythdetector.com

Google Street View-ში ეს ადგილი ასე გამოიყურება:

Screenshot 8 7 | mythdetector.com Screenshot 9 6 | mythdetector.com

ვიდეო ესპანეთში, მურსიას პროვინციაში, ქალაქ სანტიაგო დე რიბერაში 2022 წლის მაისში ჩატარებულ კარნავალზეა გადაღებული. მოცეკვავე, რომელიც ვიდეოში ჩანს, კარნავალის ფეისბუქ და ინსტაგრამ-გვერდებზე გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებშიც არაერთხელ გვხვდება.

Screenshot 10 6 | mythdetector.comScreenshot 11 6 | mythdetector.com

წყაროს შესახებ

ფეისბუქ ანგარიში შიინ ევროპისკენ ამავე სახელწოდების სხვა რამდენიმე ფეისბუქ ანგარიშთან (1, 2, 3) ერთად ჰომოფობიური და ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაციას, მათ შორის, დეზინფორმაციული ხასიათის მტკიცებებსა და გაყალბებულ ფოტო-ვიდეო მასალას კოორდინირებულად ავრცელებს. გვერდი არასამთავრობო ორგანიზაციების წამოწყებული სამოქალაქო კამპანიის “შინ ევროპისკენ” საპირწონედ შეიქმნა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ფეისბუქ-ანგარიშების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციებზე “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

ტროლები, ბოტები, ფოტომანიპულაცია
შიინ ევროპისკენ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist