POSTV ცესკოს შენობასთან ქალების აქციის შესახებ ფოტოფაბრიკაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

426
VIEWS

13 ნოემბერს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე POSTV-მ გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც აქტივისტებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს უჭირავთ ფურცლები, რომელზეც წითელი ლაქაა დახატული. “ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?” – ვკითხულობთ წარწერას საინფორმაციო ბარათზე. 

Screenshot 2024 11 13 165813 POSTV ცესკოს შენობასთან ქალების აქციის შესახებ ფოტოფაბრიკაციას ავრცელებს

POSTV ქალების აქციის შესახებ ფოტოფაბრიკაციასა და გენდერულ დეზინფორმაციას ავრცელებს. რეალურად, ფურცლებზე, რომლებიც აქციის მონაწილეებს ეჭირათ, არა წითელი, არამედ შავი ლაქები იყო გამოსახული. სიმბოლოს ხმის ფარულობის დარღვევას უკავშირებენ. 

13 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გაიმართა ქალების აქცია სახელწოდებით “დავიბრუნოთ ჩვენი ხმა!”. ადგილზე მისულ პროტესტის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ფურცლები, რომლებზეც შავი წერტილები, ლაქები იყო გამოსახული. აქციის მონაწილეებს სურთ, ცესკოში ფარულობის დარღვევის შესახებ შეიტანონ განცხადებები. სწორედ ამ დარღვევას უკავშირდება მათი საპროტესტო ბანერები – ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ საარჩევნო ბიულეტენების მეორე მხარეს მარკერის კვალი ჩანდა, რის გამოც სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა სასამართლოებში სარჩელები შეიტანეს.  

ცესკოსთან გამართული აქციიდან მედიამ ფოტოები და ვიდეოები გაავრცელა (1;2;3). ყველა მათგანში ჩანს, რომ წერტილები, რომლებიც მონაწილეების ფურცლებზეა გამოსახული, არა წითელი, არამედ შავი ფერისაა, შესაბამისად, POSTV-ის მიერ გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათი ფოტოფაბრიკაციაა. 

postv
ფოტო აქციიდან: პუბლიკა
postv
ფოტო აქციიდან: რადიო თავისუფლება

 

POSTV-ის პოსტის არქივი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist