POSTV  პოლონეთში სექსუალური განათლების გაკვეთილებზე ნაწილობრივ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

postv
49
VIEWS

8 ოქტომბერს ტელეკომპანია POSTV – ის გადაცემაში ლიბერალიზამის ანატომია წამყვანმა გიორგი ახვლედიანმა თქვა, რომ პოლონეთის მთავრობის ახლადდანიშნულმა განათლების მინისტრმა ბარბარა ნოვაცკამ პოლონელებს გამოუცხადა, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია რელიგიის გაკვეთილები სკოლაში და ამიტომ, მათი რაოდენობა უნდა შემცირდესო. ახვლედიანის თქმით, ნოვაცკას არც დაუმალავს, რომ რელიგიის გაკვეთილების ჩანაცვლებას, სექსუალური განათლების გაკვეთილებით აპირებს. ახვლედიანის თანახმად, ამ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში შესაძლოა მშობლებს პატიმრობა დაემუქროთ.

POSTV

POSTV-ის გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ მცდარია. პოლონეთში რელიგიის გაკვეთილები ნამდვილად შემცირდა, თუმცა არა სექსუალური განათლების გაკვეთილების ხარჯზე. სექსუალური განათლება საგნის – ჯანდაცვის განათლების ნაწილია და ის საგანს ოჯახური ცხოვრება ჩაანაცვლებს. პოლონეთში სასკოლო განათლება სავალდებულოა და სკოლის 50 % – ის გაცდენის შემთხვევაში, თუ მოცემულობა არ გაუმჯობესდა მშობლებს შესაძლოა ჯარიმა დაეკისროთ. სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, საქმეს სასამართლო განიხილავს. არც კონსტიტუციაში და არც კანონში განათლების შესახებ არსად არის აღნიშნული, რომ მშობელი შესაძლოა ციხეში მოხვდეს, თუ მოსწავლე უშუალოდ სექსუალური განათლების გაკვეთილებს გააცდენს. 

  • ახალი საგანი პოლონეთის სკოლებში – ჯანდაცვის განათლება

პოლონეთის განათლების მინისტრმა ბარბარა ნოვაცკამ 2024 წლის აპრილში პრესკონფერენციაზე ახალი საგნის – ჯანდაცვის განათლების შემოღება დააანონსა. აღნიშნული საგანი ჩაანაცვლებს საგანს – ოჯახური ცხოვრების განათლება და სკოლებში 2025 წლის 1 სექტემბრიდან დაინერგება.

საგანი სექსუალური განათლების გარდა სხვა თემებსაც მოიცავს, მათ შორის, ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება, ვაქცინაცია და ა.შ.

  • პოლონეთის სკოლებში რელიგიის გაკვეთილები შემცირდა

2024 წლის 19 ივნისს განათლების მინისტრმა ასევე განაცხადა,რომ სკოლებში რელიგიის გაკვეთილები შემცირდება და სკოლის მოსწავლეებს სექტემბრის ახალი სასწავლო წლიდან კვირაში მხოლოდ ერთ საათი ჩაუტარდებათ. ამჟამად პოლონურ კატეხიზმოში კვირაში ორი საათი ტარდება. სურვილის შემთხვევაში, ბავშვებს შეუძლიათ უარი თქვან და/ან დაესწრონ ეთიკის გაკვეთილებს სანაცვლოდ. რელიგიის გაკვეთილების განახევრება ძალაში 2025 წლის 1 სექტემბრიდან შედის. 

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის CBOS -ის საზოგადოებრივის აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58 % მხარს უჭერს სკოლაში რელიგიის გაკვეთილების განახევრებას. 51 %-ს მიაჩნია, რომ საჯარო სკოლებში რელიგიის გაკვეთილი უნდა შედიოდეს. 69 % ფიქრობს, რომ ამ საგანში მიღებული ქულა არ უნდა შედიოდეს სასწავლო წლის საერთო შეფასებაში.

  • რა სანქცია ეკისრება მშობელს თუ ბავშვი სკოლაში არ ივლის? 

პოლონეთის კონსტიტუციის მიხედვით, სასკოლო განათლება პოლონეთში სავალდებულოა და ცნება “სავალდებულო” შეტანილია 1997 წლის 2 აპრილიდან. კონსტიტუციის 70-ე მუხლის 1-ლ პუნქტში ნათქვამია, რომ “ყველას აქვს განათლების უფლება. სწავლა სავალდებულოა 18 წლამდე”. 

სავალდებულო სასკოლო სწავლების შესრულების დეტალური წესი რეგულირდება 2016 წლის 14 დეკემბრის კანონით განათლების შესახებ (შემდგომში განათლების კანონი).

  • მშობლების/მეურვეების მოვალეობები

ბავშვების სასკოლო ვალდებულება დაკავშირებულია მშობლის ვალდებულებებთან, 

რომლებიც გამომდინარეობს განათლების შესახებ კანონის მე-40 მუხლით. კანონში შედის ბავშვის სკოლაში დარეგისტრირება, გაკვეთილებზე რეგულარულად დასწრების და სასწავლო პირობების უზრუნველყოფა.

სასკოლო ვალდებულების შესრულებად ითვლება მოცემულობა, როდესაც ბავშვი სწავლის 50%-ს მაინც ასრულებს ერთ თვეში. დაუსაბუთებელი გაცდენის შემთხვევაში, თუ მშობლებთან მოლაპარაკებამაც შედეგი არ გამოიღო, სკოლის დირექტორი უგზავნის მშობლებს გაფრთხილებას და შემდეგ, თუ მოცემულობა ისევ არ შეიცვალა, იგზავნება განცხადი ადმინისტრაციული აღსრულების დაწყების შესახებ აღმასრულებელ ორგანოში.  სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონის 121-ე მუხლის მიხედვით, მშობელს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა 10 000 პოლონურ ზლოტამდე.  

თუ არასრულწლოვნის მშობლები ან მეურვეები არ შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, საქმე ეცნობება სასამართლოს, რომელიც განიხილავს საქმეს ოჯახისა და მეურვეობის კოდექსის ან არასრულწლოვანთა მხარდაჭერისა და რესოციალიზაციის შესახებ კანონის დებულებების შესაბამისად. 

არც კანონში განათლების შესახებ  და არც პოლონეთის კონსტიტუციაში არსად არის აღნიშნული, რომ თუ მოსწავლე სექსუალური განათლების გაკვეთილებს არ დასწრება, კონკრეტულად ამისთვის შესაძლოა მშობელი ციხეში ჩასვან. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist