POSTV კვლავ ავრცელებს ელჩ პაველ ჰერჩინსკის ყალბ ციტატას

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

POSTV
187
VIEWS

5 დეკემბერს სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიამ POSTV გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შემდეგი ციტატა: “ფაქტია, როდესაც მომიტინგეები არ ძალადობენ, არც პოლიციას მოუწია საპასუხო რეაგირება”. მედია პოსტის აღწერაში უთითებს: “ასეთი უნდა იყოს ობიექტური ელჩის კომენტარი მომიტინგეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე.” როგორც პოსტზე გამოხმაურებით ჩანს, ფეისბუქ მომხმარებლებს სჯერათ, რომ ელჩმა მსგავსი განცხადება გააკეთა. 

აღნიშნული ციტატა სახელისუფლებო ექსპერტმა გია აბაძიძემ ფეისბუქ ჯგუფებში გააზიარა.

POSTVScreenshot 2024 12 06 114835 | mythdetector.com

POSTV ჰერჩინსკის სახელით ყალბ ციტატას ავრცელებს და მის ამგვარად გავრცელებას ფეისბუქ-მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს. რეალურად, ჰერჩინსკის მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია, ის არც მედიასა და საელჩოს ვებ-გვერდებზე არ იძებნება. 

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომ თითქოს სამართალდამცავების ქმედებას დემონსტრანტების მიერ ძალადობა იწვევს, ღია წყაროებში არ იძებნება. “მითების დეტექტორი” მის პოვნას შეეცადა როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფიციალური ფეისბუქისა და X-ის გვერდებზე, ასევე მათ ვებ-გვერდზე. მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰერჩინსკის მსგავსი გამოხმაურება არც მედიაში გავრცელებულა (1, 2, 3).

სამთავრობო მედიის პოსტის აღწერის მიხედვით, “ასეთი უნდა იყოს ობიექტური ელჩის კომენტარი მომიტინგეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე,” თუმცა მედია არ მიუთითებს, რომ ციტატა ყალბია, რაც მომხმარებლებს აფიქრებინებს, რომ ელჩმა მომიტინგეების მხრიდან ძალადობა აღიარა. გარდა ამისა, ორაზროვანია თავად პოსტიც აღწერა. ბუნდოვანია ეს მედიის მოწოდებაა თუ ელჩის რეალური განცხადების შექება. 

სამთავრობო მედია POSTV ბოლო დღეებია ელჩების ყალბ ციტატებს ერთნაირი აღწერით ავრცელებს: “ასეთი უნდა იყოს ობიექტური ელჩის კომენტარი მომიტინგეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე.” მათ 4 დეკემბერს გაავრცელეს ამერიკის ელჩის სამი ყალბი ციტატა, რომელშიც რობინ დანიგანი მომიტინგეების მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა და გმობდა. “მითების დეტექტორმა” დაადგინა, რომ ციტატები ყალბია და ის საქართველოში ამერიკის ელჩს არ ეკუთვნის. 

აღსანიშნავია, რომ POSTV ყალბ ციტატებს, თავდაპირველად, განსხვავებული აღწერით ავრცელებდა – “ასეთი იქნებოდა ახალი ამბავი, “ტვ იმედის” ადგილზე “მთავარი არხი” რომ ყოფილიყო!” მიუხედავად იმისა, რომ თავად საინფორმაციო ბარათს, აღწერის გარეშე, მომხმარებლები შეცდომაში შეყავდა, თავად მედიის პოსტის განმარტებიდან ჩანდა, რომ ციტატა მოგონილი იყო. მას შემდეგ, რაც POSTV პოსტში მსგავს განმარტებას აღარ აკეთებს, ციტატები მედიის მკითხველისთვისაც რეალურად აღიქმება.

  • რას ამბობს ევროკავშირი რეალურად?

28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მეორე დღესვე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი. პაველ ჰერჩინსკის თქმით, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება მათ წინა პოლიტიკასა და ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება. ელჩმა ისიც აღნიშნა, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება. ამავე დღეს ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ “ქართული ოცნების” ქმედებების საპასუხოდ, ევროკავშირი ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერებასაც. 16 დეკემბერს, საგარეო ურთიერთობებების საბჭოს სხდომაზე წევრი სახელმწიფოების ლიდერები საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ. 

საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და საპროტესტო აქციების ძალის გამოყენებით დაშლას ევროკავშირის ლიდერებიც გამოეხმაურნენ. 1 დეკემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ის მხარს უჭერს ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ არჩევანს. მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია რჩება. ლაიენის მსგავსად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ დაწერა, რომ ხელისუფლების ქმედებები ხალხის ნებას ეწინააღმდეგება. კოშტას პოსტში ვკითხულობთ: 

“ჩვენ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ხელისუფლების ქმედებები ხალხის ნებას ეწინააღმდეგება. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას.”

POSTV

საქართველოში 28 ნოემბრის ღამიდან მოყოლებული საპროტესტო აქციები იმართება. შეკრებას ყოველ დღე სპეცრაზმი ძალის გამოყენებით შლის და აქციის მონაწილეებს აკავებს. 4 დეკემბერს ჩხრეკა ჩატარდა ოპოზიციური პარტიებისა და რამდენიმე სამოქალაქო  ორგანიზაციის ოფისში. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩხრეკისას  ამოიღეს ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები. 

5 დეკემბერს “ქართული ოცნების” წევრები იმეორებდნენ, რომ 4-5 დეკემბრის ღამის აქციის დაშლისათვის ძალის გამოყენება საჭირო არ გახდა, რადგან მომიტინგეებს არ უძალადიათ. მმართველი პარტიის წევრები აღნიშნულს პარტიებისა და ორგანიზაციების ოფისში შესვლასა და გარკვეული ნივთების ამოღებას უკავშირებენ. პრემიერ-მინისტრმა თქვა: “როგორც კი პარტიული ოფისებიდან ამოვიღეთ ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა.” პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმაც იგივე გაიმეორა. მან აღნიშნა: “როგორც კი აღმოაჩინეს და გააუვნებლეს უსამშობლო პოლიტიკოსების „საბრძოლო“ მარაგები, აქცია მშვიდობიანი გახდა.” ყალბი ციტატა, რომელიც თითქოს პაველ ჰერჩინსკის ეკუთვნის, სწორედ “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელ გზავნილებს ეხმიანება. 

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

წყარო

პოს ტვ (POS TV)
პოს ტვ (POS TV)

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist