POSTV მოძრაობა “ჯიუტის” შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

281
VIEWS

11 მაისს სამთავრობო მედია POSTV-ს ფეისბუქ გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ე.წ. “აგენტების კანონის” შესახებ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხება. ვიდეოში ამბობენ, რომ ახალგაზრდული ჯგუფები, რომლებიც პროტესტში მონაწილეობენ, პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის “ნაციონალურ მოძრაობასთან” არიან დაკავშირებული, რომელთაც ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია სურთ. POSTV-ს ვიდეო ეხება ახალგაზრდული მოძრაობების დაფინანსების საკითხსაც და ახსენებს ლაშა ჯანჯღავას, რომელიც, მათი მტკიცებით, მოძრაობა “ჯიუტების” ლიდერია. ვიდეოს თანახმად, “ჯიუტები” 130 წევრს აერთიანებს და აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID. დამატებით,  POSTV იმასაც ამტკიცებს, რომ “ამერიკული სცენარით რევოლუციურ მუხტს შეტაკება და მსხვერპლი უნდოდა”, ვიდეოში გამოყენებულია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის ვიდეო, სადაც ის ახსენებს ფატალურ შემთხვევას და ამბობს, რომ “არავინ არ იცის რა სახეს მიიღებს ის მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაშია”.

jiutebi1 POSTV მოძრაობა “ჯიუტის” შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

გავრცელებული ვიდეო, რომელიც საპროტესტო აქციების დისკრედიტაციას ემსახურება მცდარ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას შეიცავს. ტყუილია მტკიცება, თითქოს მოძრაობა “ჯიუტი GEUT” USAID-ის მიერ არის დაფინანსებული, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილის ვიდეო სრული კონტექსტის გარეშე, მანიპულაციურად ვრცელდება.

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად USAID-ს დაუკავშირდა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ მოძრაობა “ჯიუტი GEUT” მათ მიერ არ ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო მოძრაობა 2022 წელს დაფუძნდა, ისინი 5 თვის მანძილზე პარლამენტთან ყოველდღიურად იკრიბებოდნენ და მმართველი პარტიის ანტიდასავლურ პოლიტიკას აპროტესტებდნენ. “ჯიუტის” წევრები ე.წ. “აგენტების კანონის” შესახებ მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც უერთდებიან. მათ მანიფესტში, რომელიც ფეისბუქ გვერდზე აქვთ გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ მოძრაობა სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და ინტერესების ადამიანებს აერთიანებს. მათ მოთხოვნებს შორისაა: გამოხატვის თავისუფლება, სამართლიანი კანონები, სამართლიანი არჩევნები, კანონის წინაშე თანასწორობა, მთავრობის საქმიანობის რეალური კონტროლი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების რეალური ჩართულობა. მოძრაობა “ჯიუტს” მოქალაქეები აფინანსებენ.

რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილის ვიდეოს, POSTV მის განცხადებას უკონტექსტოდ აქამდეც ავრცელებდა, რაც “მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა. ჭიაბერაშვილი “რევოლუციის გადამწყვეტი მუხტისთვის” მსხვერპლის საჭიროებას არ განიხილავს, ის რეალურად სპეცრაზმის წევრების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სპეცრაზმის ქმედებების გამო, შესაძლოა მოქალაქეებმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღონ, ამიტომ ყველა უნდა გაფრთხილდეს და არ გადააჭარბონ თავიანთ უფლებამოსილებას. “იმედია, რომ ეს დასრულდება მათთვის სასურველი ფინალით, ჩვენთვის ყველასთვის სასურველი ფინალით, ისე, რომ არავის არ შეექმნება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრობლემა.” – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

დეტალურად აღნიშნულის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

POSTV ე.წ. “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე ზურაბ ჭიაბერაშვილის კომენტარს უკონტექსტოდ ავრცელებს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: NGO, პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist