POSTV ელინა ვალტონენის რასისტული გამონათქვამის შესახებ დეზინფორმაციას ავრცლებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ელინა ვალტონენი
88
VIEWS

15 ოქტომბერს პროსახელისუფლებო ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემა “პოსტ ანალიტიკის” წამყვანმა, ზვიად ავალიანმა ისაუბრა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის შესახებ. ავალიანმა თქვა, რომ ვალტონენმა წლების წინ ერთ-ერთ ბლოგში თავის ოპონენტს “თურქი მაიმუნი” უწოდა: 

ზვიად ავალიანი (6:30): “მან, ესე იგი, ერთ-ერთ ბლოგში თავის ოპონენტს უწოდა, არც მეტი, არც ნაკლები, “თურქი მაიმუნი.” [..] და ეს ადამიანი, ქალბატონი ვალტონენი, უპრობლემოდ აძლევს თავს უფლებას, რომ ოპონენტს “თურქი მაიმუნი” უწოდოს და ამავე დროს, ყელყელაობს, როგორც ევროპული ღირებულებების წარმომადგენელი.” 

იდენტური მტკიცება საკუთარ პოსტში გაიმეორა სამთავრობო ექსპერტმა, გია აბაშიძემაც. მან დაწერა, რომ 2008 წელს ფსევდონიმით დაწერილ ბლოგში ვალტონენმა ერთ კაცს “თურქი მაიმუნი” უწოდა, რის გამოც 2023 წელს ბოდიშის მოხდაც მოუწია.

ელინა ვალტონენი

დეზინფორმაციულია ელინა ვალტონენის შესახებ გავრცელებული მტკიცება, თითქოს მან ოპონენტს “თურქი მაიმუნი” უწოდა, რის გამოც შემდგომ ბოდიში მოიხადა. რეალურად, რასისტული მიმართვის ავტორი არა ვალტონენი, არამედ მისი პოლიტიკური გუნდის წევრი, რიკა პურა იყო. ვალტონენმა თურქ მინისტს მთავრობის სახელით მოუხადა ბოდიში. 

2023 წელს ფინეთის საგარეო საქემთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა თურქ მინისტრს მთავრობის სახელით ბოდიში მოუხადა. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინისტრების შეხვედრის ფოტო გადმოაქვეყნა და თან დაურთო ვალტონენის განცხადება: “მადლობა ჰაკან ფიდანს კარგი საუბრისთვის ბრიუსელში გასულ კვირას, NATO-ს სამიტზე. მე ასევე გადავეცი ჩვენი მთავრობის ბოდიში ახალი მთავრობის წევრის მიერ წლების წინ გაკეთებული შეუფერებელი რეპლიკების გამო.” 

ვალტონენმა ბოდიში მოიხადა ფინეთის ფინანსთა მინისტრის, რიკა პურას წარსული განცხადებების გამო. 2023 წელს მედიაში გავრცელდა Rikka-ს ფსევდონიმით დაწერილი ბლოგები, რომლებიც შეიცავდა ანტიმიგრაციულ, ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს, მათ შორის ფრაზასაც “თურქი მაიმუნი.” მალევე ცნობილი გახდა, რომ ტექსტების ავტორი მინისტრი რიკა პური იყო, ფრაზით კი მოიხსენიებდა კაცს, რომელმაც ის სექსუალურად შეავიწროვა. აღნიშნულზე 2023 წელს ბოდიში მოიხადა თავად რიკა პურამაც და დაწერა, რომ ბოდიშს იხდის 15 წლის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარების გამო, რამაც გასაგები მიზეზების გამო, ზიანი და უკმაყოფილება გამოიწვია. მისი თქმით, მაშინ საკუთარ თავს იმ გზებითა და სიტყვებით გამოხატავდა, რომელიც ახლა მიუღებელია და არ გამოიყენებდა. რიკა პურას შესახებ განცხადება გააკეთა ფინეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ. მისი თქმით, ფინეთის მთავრობას ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოეჩინა მინისტრის წარსული განცხადებების გამო. 

რიკა პურა 2023 წლიდან დღემდე ფინეთის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერია. 

თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი. ის შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და მოგვიანებით, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზეც მივიდა. მომდევნო დღეს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო” მან ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა. ფინეთის საგარეო საქემთა მინისტრმა აღნიშნული ფინურ გამოცემასთან უარყო და თქვა, რომ შეხვედრა თავად გააუქმა გეგმების ცვლილების გამო. მან ასევე X-ზე ირაკლი კობახიძეს მიმართა და დაწერა, რომ კობახიძეს ფინეთში იწვევს, რათა შეხვდეს დამოუკიდებელ მედიას და დააკვირდეს მისთვის სასურველ დემონსტრაციას. 

ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელში ელინა ვალტონენის დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს. “მითების დეტექტრომა” უკვე გადაამოწმა ვიდეო, რომელსაც მინისტრის საპასუხოდ კონტექსტის გარეშე ავრცელებდნენ: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ფინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist