POSTV ავტოავარიებზე ანა დოლიძის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

POSTV
99
VIEWS

21 აგვისტოს სამთვრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზია POSTV-მ და ფეისბუქ გვერდმა Gogaggg-მ ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით პარტია ,,ხალხისთვის” ლიდერის, ანა დოლიძის ციტატა გაავრცელეს. ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პოლიტიკოსმა თქვა: ,,ბოლო პერიოდში საქართველოში ბევრი ავტოავარია ხდება. ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება”. 

POSTV

POSTV ანა დოლიძის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებს. იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკოსმა მკვლელობების, ძალადობისა და უბედური შემთხვევების შესახებ ისაუბრა და მათ შორის, ავტოსაგზაო შეთხვევებიც ახსენა, თუმცა მას არ უთქვამს, რომ ხელისუფლება ავტოავარიების გახშირების გამო უნდა შეიცვალოს. 

21 აგვისტოს პარტია ,,ხალხისთვის” და კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ 11:15 საათზე ბრიფინგი გამართა. მან უბედური შემთხვევების, კრიმინალის, მკვლელობის სტატისტიკის, ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობის პრობლემაზე ისაუბრა. დოლიძემ ამავე კონტექსტში ახსენა ავტოავარიებიც და ხაზი გაუსვა, რომ ავტოკატასტროფებში დაღუპულთა რიცხვი საქართველოში ბევრად მაღალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. 

ანა დოლიძე ბრიფინგისას აღნიშნულ პრობლემებში ხელისუფლების ბრალეულობას ხედავს. კერძოდ, აღნიშნავს, რომ ხელისუფლება საკითხებს ყურადღებას არ აქცევს, სხვაგან იყურება და მათ მხოლოდ ,,ჯიბის გასქელება, ტენდერები და საკუთარი თანამდებობის შენარჩუნება” აინტერესებთ. რაც შეხება ავტოკატასტროფებს, პოლიტიკოსის ხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყურადღებას არ აქცევს ე.წ. შავ წერტილებს, ანუ იმ ადგილებს, სადაც ხშირია ავარიები. 

ბრიფინგის დასასრულს, აღნიშნული პრობლემების და არა მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკის საფუძველზე, ანა დოლიძე ამბობს, რომ ოქტომბერში არჩევანი ,,ჩვენი ყველა ოჯახის წევრის უსაფრთხოების სასარგებლოდ” უნდა გაკეთდეს. 

ბრიფინგზე ანა დოლიძეს არ უთქვამს, რომ ,,ბოლო პერიოდში საქართველოში ბევრი ავტოავარია ხდება” და ,,ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება”. მან უსაფრთხოების საკითხზე ზოგადად ისაუბრა და გარკვეულწილად, ხელისუფლების ბრალეულობაც გამოკვეთა. 

ანა დოლიძის ციტატა: ,,მინდა შეგახსენოთ, რომ ყოველწლიურად საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებში იღუპება დაახლოებით 500 ადამიანი, აქედან, დაახლოებთ 30-მდე, არის ბავშვი. ეს არის 10-ჯერ უფრო დიდი ციფრი, ვიდრე ნებისმიერი ევროპული ქვეყნის მაჩვენებელი. […] ელემენტარული ნაბიჯები აქვს გადასადგმელი შინაგან საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ე.წ. შავი წერტილები, ერთი და იგივე ადგილი, სადაც ხდება ავარიები.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შესახებ ხშირად ვრცელდება ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. მსგავსი ცნობების გავრცელებამ წინასაარჩევნო პერიოდში მოიმატა. ,,მითების დეტექტორი” მსგავს ცნობებს აქტიურად ამოწმებს:

არქივის ბმულები: POSTV, Gogaggg


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

წყარო

post
პოს ტვ (POS TV)

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist