საფრანგეთი თუ ბრაზილია – სად არის გადაღებული ვიდეო, რომელიც პოლიციის ძალადობას ასახავს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

პოლიციის ძალადობა
84
VIEWS

5 მარტს პროსახელიფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე POSTV-მ და სხვა საინფორმაციო სააგენტოებმა (1;2;3;4), ასევე, ფეისბუქ-მომხმარებელმა გაავრცელეს ვიდეო აღწერით: “როგორ აკავებს სავარაუდო დამნაშავეს პოლიცია საფრანგეთში”. ვიდეოზე ჩანს, რომ ორი პოლიციელი ადამიანს ურტყამს და მის მანქანის საბარგულში ჩასმას ცდილობს. მანქანა თეთრი და ლურჯი ფერისაა, მას ასევე აწერია “190”. 

 პოლიციის ძალადობა

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელიც პოლიციის ძალადობას ასახავს არა საფრანგეთში, არამედ ბრაზილიაშია გადაღებული. აღნიშნულს ადასტურებს პოლიციის მანქანა და სამართალდამცავის შევრონი, რომელიც რიო დე ჟანეიროს პოლიციის იდენტურია. შემთხვევა ბრაზილიურ მედიაშიც გაშუქდა და მასზე არაერთმა თანამდებობის პირმაც ისაუბრა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, რომ პოლიციელები ადგილზე ლურჯი და თეთრი ფერის პოლიციის მანქანით არიან მისული, რომელსაც უკანა კართან “190” აწერია. იდენტურ მანქანებს რიო დე ჟანეიროს პოლიციაში 2018 წლიდან იყენებენ. ბრაზილიაში მსგავსი ვიზუალის რამდენიმე მანქანა არსებობს და ყველა მათგანი ქვეყნის სამხედრო პოლიციის საკუთრებაა. 

 პოლიციის ძალადობა
ბრაზილიის პოლიციის მანქანები

ბრაზილიის პოლიციისაგან განსხვავებული მანქანები პატრულირებს საფრანგეთში. მართალია, ფრანგული პოლიციის მანქანებიც, ძირითადად, თეთრი და ლურჯი ფერისაა, თუმცა მათი ვიზუალური დეტალები გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები მანქანისგან განსხვავებულია. საფრანგეთში პოლიციის მანქანებზე არც რიცხვი 190 არის დატანილი. საფრანგეთში პოლიციის ნომერი 17-ია. 

 პოლიციის ძალადობა
საფრანგეთის პოლიციის მანქანები

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ცუდი ხარისხითაა გადაღებული, თუმცა ერთ-ერთი პოლიციელის მკლავზე შევრონის დეტალების გარჩევა შესაძლებელია. მას მხარზე უკეთია მესამე ხარისხის სერჟანტებისთვის განკუთვნილი შევრონი, რომელსაც ბრაზილიის სამხედრო პოლიციაში გამოიყენებენ. 

 პოლიციის ძალადობა
კადრი ვიდეოდან / წყარო: WikiMedia

მოქალაქის ძალადობრივი დაკავების კადრები და ინფორმაცია ბრაზილიურ მედიაშიც გაშუქდა. ადგილობრივი გამოცემები ადასტურებენ, რომ კადრები სან-კონრადოში, რიო დე ჟანეიროს სამხრეთ ნაწილშია გადაღებული. შემთხვევა 17 სექტემბერს მოხდა. ბრაზილიური მედიის თანახმად, პოლიციელები მიუახლოვდნენ საეჭვო ქცევის ბაიკერს, რა დროსაც ის ადგილიდან მიმალვას შეეცადა და დაკავებისას პოლიციის ოფიცრებს წინააღმდეგობას უწევდა. ბაიკერის დაკავების შემდეგ, პოლიციამ მისგან ამოიღო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ბაიკერი დააკავა სამხედრო პოლიციის 23-ე ბატალიონმა (23º BPM), რომლის აღმნიშვნელი წარწერა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოზე ნაჩვენებ მანქანაზეცაა. ბრაზილიის პრემიერის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა ასევე განაცხადა, რომ საგამოძიებო პროცედურების დეტალების გასაანალიზებლად გამოძიება მიმდინარეობს. 

 პოლიციის ძალადობა

დასავლური ქვეყნების დისკრედიტაციის მიზნით სოციალურ ქსელში არაერთხელ გავრცელდა ფოტო თუ ვიდეო, რომელიც ევროპულ სახელმწიფოებში არ იყო გადაღებული, თუმცა ავტორები საპირისპიროს ამტკიცებდნენ. “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გამოავლინა მსგავსი შემთხვევები. 

არქივის ბმულები (1;2)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბრაზილია, საფრანგეთი
წყარო

წყარო

post
პოს ტვ (POS TV)

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist