“პოლიტიკანოს” ვიდეომანიპულაცია მიგრანტების შესახებ რეალურად პარიზის საპროტესტო აქციას ასახავს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

005
273
VIEWS

2018 წლის 5 იანვარს ფეისბუქ გვერდმა  Politicano გამოაქვეყნა გერმანულენოვანი Russia Today-ს მიერ გადაღებული ვიდეო, რომელშიც პოლიციის მიერ შავკანიანების დარბევის კადრებია მოცემული. ვიდეოს თან ახლავს Politicano-ს კომენტარი, რომ მიგრაცია დასავლეთს ბუმერანგივით შემოუბრუნდა და ახლა დროა, მიგრანტებმა ევროპის ქვეყნები ააწიოკონ. Politicano-ს შეფასება მკითხველში ქმნის აღქმას, თითქოს ვიდეოში მონაწილე პირები, რომლებიც პოლიციის მიმართ აგრესიულად არიან განწყობილი, მიგრანტები არიან. ვიდეოს მომხმარებლების მხრიდან რასისტული კომენტარები და შეფასებები მოჰყვა.

პოლიტიკანო: “ევროპაში მულტიკულტურალიზმი ვერ შედგა და სასტიკი კრახი განიციდა. თანამედროვე ევროკავშირი სულს ღაფავს. მიგრაცია დასავლეთს ბუმერანგივით შემოუბრუნდა, რადგანაც სწორედ დასავლეთი აწიოკებდა აფრიკის და აზიის კონტინენტს საუკუნეების განმავლობაში, სადაც უსასტიკეს დანაშულებს ჩადიონდნენ დასავლური ქვეყნები. ახლა კი ევროპის დროა, მიგრანტებმა უნდა ააწიოკონ საფრანგეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები, რათა დასავლურ ევროპული ქვეყნების მოსახლეობა კომფორტის ზონიდან გამოვიდეს.”

1

პოლიტიკანოს პოსტი მანიპულაციურია, რადგან ის არა მიგრანტების საკითხს, არამედ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ეხება. ვიდეო 2017 წლის 3 დეკემბერს პარიზის რკინიგზის სადგურშია გადაღებული, სადაც აქციის მონაწილეები, პოლიციის მხრიდან, კამერუნიელი ესპანელის მიმართ ძალის გადამეტებას აპროტესტებდნენ. 

პოლიტიკანოს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს პირველწყარო RT Deutch-ია, რომელმაც აღნიშნული ვიდეო საკუთარ  ვებ-გვერდზე  2017 წლის 4 დეკემბერს რასისტული სათაურით “ესკალაცია პარიზში: რკინიგზის სადგურში პროტესტის ათობით ფერადი მონაწილის წინააღმდეგ პოლიციამ ცრემსალდენი გაზი გამოიყენა” (Eskalation in Paris: Polizei setzt Tränengas gegen Dutzende farbige Protestler an Bahnhof ein). RT-ის სტატიის მიხედვით, აქციის მონაწილეები პოლიციას წარმოშობით კამერუნიელი ესპანელის მკვლელობაში ადანაშაულებენ, რომელიც 9 ნოემბერს პოლიციელების მიერ დაკავების შემდეგ კომაში ჩავარდა და 2 კვირის შემდეგ გარდაიცვალა. RT-ის სტატიაში, რომელიც პოლიტიკანოს პირველწყაროა, მიგრანტებზე საუბარი საერთოდ არ არის.

იმავე ინფორმაციას ავრცელებს სხვადასხვა ფრანგულენოვანი მედია, როგორიცაა leparisien, lepoint და 20minutes. მათი ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 9 ნოემბერს ესპანელი მასარ დ. საფრანგეთის პოლიციამ პარიზის რკინიგზის სადგურში ნარკოტიკების ვაჭრობის მოტივით დააკავა, რა დროსაც მან გაქცევა სცადა. ხელახლა დაკავების შემდეგ მასარ დ. კომაში ჩავარდა და ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

სწორედ ამ ფაქტის გასაპროტესტებლად მოძრაობა “ანტი-ნეგროფობთა ბრიგადამ” პარიზის იმავე რკინიგზის სადგურში საპროტესტო აქცია დაგეგმა, რომლის ფარგლებშიც დემონსტრანტები პოლიციას მასარ დ.-ს მიმართ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებდნენ და წარსულში მომხდარ მსგავს ფაქტებს იხსენებდნენ. საფრანგეთის პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზით დაარბია, რის შემდეგაც აქცია შენობის გარეთაც გაგრძელდა.

RT-ს ვიდეო კადრებიდან, ასევე ფრილანსერი რეპორტიორების ფრანგულენოვანი პორტალ Clément Lanot-ის მიერ გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ რომ აქციის მონაწილეებს ერთნაირი შავი მაისურები აცვიათ, წარწერით “სამართალი მასარისთვის, რომელიც პოლიციის ხელში ასფიქსიით დაიღუპა”. სოციალურ ქსელებში კი კამპანია დაიწყო სლოგანით “სამართალი მასარასთვის.”

2

3

შესაბამისად, პოლიტიკანოს მეირ გავრცელებული ვიდეოს აღწერა, თითქოს მასში მიგრანტები მონაწილეობენ, მცდარია და რასისტული და ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას ემსახურება.

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, საფრანგეთი

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist