პოკროვსკის შესახებ ზელენსკისა და სირსკის გამოსახულებით CHARLIE HEBDO-ს გაყალბებული გარეკანი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

პოკროვსკი
364
VIEWS

8 ნოემბერს პროსახელისუფლებო ექსპერტმა, დავით ჩიხელიძემ გამოაქვეყნა უკრაინის ქალაქ პოკროვსკის შესახებ ფრანგული გამოცემა “შარლი ებდოს” გარეკანის ფოტო. გარეკანზე ჩანს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და შეიარაღებული ძალების მეთაურ ოლექსანდრ სირსკის ხელში ლანგარზე დადებული უკრაინელი სამხედროს მოკვეთილი თავი უჭირავთ. სირსკის მზარეულის ქუდი ახურავს და “გენერალი გრილი” აწერია, ხოლო ფონზე დაღუპული უკრაინელი სამხედროები და პოკროვსკის აბრა ჩანს.  გარეკანი დასათაურებულია წარწერით: ‘’BARBECUE UKRAINIEN EN PLEIN AIR’’ (‘’უკრაინული ბარბექიუ ღია ცის ქვეშ“) .

იგივე ფოტო 9 ნოემბერს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშმაც გამოაქვეყნა.

პოკროვსკი

პოკროვსკის შესახებ ზელენსკისა და სირსკის გამოსახულებით Charlie Hebdo-ს გაყალბებული გარეკანი ვრცელდება. ფრანგულ გამოცემას მსგავსი კარიკატურა არ გამოუქვეყნებია. 

ქალაქ პოკროვსკის საბრძოლო ველისა და უკრაინის მაღალჩინოსნების შესახებ გავრცელებული გარეკანი ყალბია და იგი არ ეკუთვნის “შარლი ებდოს”. გარეკანზე ვხედავთ, რომ 1739-ე ნომერი, რომელსაც მსგავსი გარეკანი უნდა ჰქონდეს, 2025 წლის 7 ნოემბერს გამოიცა. 

პოკროვსკი

რეალურად, Charlie Hebdo-ს 1739-ე ნომერი ჯერ არ გამოუცია. უკანასკნელი, 1738-ე ნომერი 12 ნოემბრით თარიღდება.  მის გარეკანზე ვოლოდიმირ ზელენსკი არ გვხვდება და ის არც უკრაინაში მიმდინარე ომს ეხება.

პოკროვსკი
გარეკანი: Charlie Hebdo

1737-ე ნომერი კი  5 ნოემბრით თარიღდება. ის Shein-ის თოჯინებს ეხება და არა რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომს.

პოკროვსკი
გარეკანი: Charlie Hebdo

შესაბამისად, 7 ნოემბერს გამოცემას ნომერი არ გამოუქვეყნებია. ზელენსკისა და სირსკის შესახებ კარიკატურას ვერც წარსულში გამოცემულ სხვა ნომრებზე ვერ ვხვდებით.

pokrovskis shesakheb zelenskisa da sirskis gamosakhulebith CHARLIE HEBDO s gaqhalbebuli garekani vrtseldeba4 | mythdetector.com
სქრინშოტი: Charlie Hebdo

შარლი ებდოს გაყალბებული გარეკანის გავრცელება უკრაინის პრეზიდენტისა და შეიარაღებული ძალების მეთაურის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. გარეკანი პოკროვსკში არსებულ სიტუაციას ეხება და მას შემდეგ გავრცელდა, რაც საბძოლო მოქმედებების პარალელურად რუსი სამხედროების მიერ მის შესაძლო დაკავებაზე დაიწყო მსჯელობა.


მოამზადა ირაკლი ჯოლოხავამ

“მითების დეტექტორის” ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist