დეზინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ პლატინის მოპოვების საწარმო შეიძინა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

პლატინის მოპოვების საწარმო
807
VIEWS

7 აპრილს სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად” ომის ვეტარნმა პაატა აბულაძემ თქვა, რომ კრივოი როგში (უკრ: კრივიი რიჰი) მომხდარი ტრაგედიის დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში პლატინის მოპოვების საწარმო იყიდა. აღნიშნული ინფორმაცია ვიდეოსთან ერთად ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშზეც გავრცელდა. ვიდეოს სამხრეთ აფრიკული მედიის SABC News-ის ლოგო ადევს და ყვებიან, რომ უკრაინის პრეზიდენტმა კომპანია Northam Platinum Holdings Limited-ის 51 % -იანი წილი შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საწარმოში მან დაახლოებით 27 მილიარდი აფრიკული რანდი ან 1.6 მილიარდი ამერიკული დოლარი გადაიხადა.

პლატინის მოპოვების საწარმო

მტკიცება, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ პლატინის მოპოვების საწარმო იყიდა, დეზინფორმაციაა. კომპანიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი საწარმოში არანაირ წილს არ ფლობს. გარდა ამისა, სამხრეთ აფრიკული მედიის SABC News-ის საიტზე აღნიშნული სიუჟეტი არ იძებნება. ვიდეოში გამოყენებული ხმა, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული.

ინფორმაცია ზელენსკის მიერ მორიგი ბიზნესის შეძენაზე ფაქტების გადამოწმების რამდენიმე ორგანიზაციამ გადაამოწმა.  Northam Platinum Holdings Limited-ის წარმომადგენელმა PolitiFact-ს დაუდასტურა, რომ ზელენსკის მიერ კომპანიაში წილის შეძენის შესახებ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. 

გავრცელებული მტკიცება Lead Stories -მაც გადაამოწმა. ორგანიზაციას Northam Platinum Holdings Limited -ის წარმომადგენელმა კომენტარში ასევე დაუდასტურა, რომ ზელენსკის არანაირი წილი არ შეუძენია. ამ თემაზე  სტატია უკრაინულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია – Stopfake – მაც მოამზადა. 

აღნიშნული ბრალდება ინტერნეტში აპრილის დასაწყისიდან ვრცელდება. ტექსტთან ერთად სხვადასხვა წყაროები ავრცელებდნენ ვიდეოს, რომელსაც სამხრეთ აფრიკული მედიის SABC News-ის ლოგო ადევს. აღსანიშნავია, რომ SABC News-ის საიტზე არც აღნიშნული ვიდეო და არც ამ თემაზე საძიებო სიტყვებით რაიმე მასალა არ იძებნება.  

ვიდეოში ყვებიან,რომ ზელენსკი სამხრეთ აფრიკაში 10 აპრილს ჩავა, და მისი ვიზიტი დიპლომარიურზე მეტად პირადი ინტერესის საგანია. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიაში მან დაახლოებით 27 მილიარდი აფრიკული რანდი ან 1,6 მილიარდი ამერიკული დოლარი გადაიხადა. ვიდეოს ბოლოში ადამიანის კომენტარია მოცემული, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, Northam Platinum Holdings Limited -ის ერთ-ერთი თანამშრომელია. Leadstories – ის თანახმად, რომელმაც ვიდეო ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ხელსაწყოებით გადაამოწმა, ვიდეოში გამოყენებული ხმა ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ არის გენერირებული. 

Leadstories – მა ვიდეოს გადასამოწმებლად ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი ორი ხელსაწყო DeepFake-o-Meter და InVid (Hiya) გამოიყენა.  ორივე ხელსაწყოს შედეგებით, ვიდეო, დიდი ალბათობით, ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული.

პლატინის მოპოვების საწარმო
წყარო: leadstories.com
პლატინის მოპოვების საწარმო
წყარო: leadstories.com

ვიდეოში ნაჩვენები იყო 2027 წლის 27 მარტს ზიმბაბვეში NewsDay-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის სკრინშოტი სახელწოდებით „ზელენსკის მოულოდნელი ნაბიჯი მრეწველობის ინდუსტრიაში”.  leadstories.com Hive AI Detector -ის ანალიზზე დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნული სტატიაც, დიდი ალბათობით, ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული. 

ზელენსკის მიერ სხვადასხვა ქონების შეძენაზე “მითების დეტექტორს” არაერთი მასალა მოუმზადებია. მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელების უკან რუსეთია მიჩნეული და Storm-1516 – ის სახელითაა ცნობილი. 

ბოლო სამი წლის განმავლობაში, გავრცლებული დეზინფორმაციის მიხედვით, ზელენსკის ოჯახი არაერთი ძვირადღირებული ქონების მფლობელი გახდა. მათ მათ შორისაა კარიბის ზღვის კუნძულებზე, ღვინის მამული იტალიაში, ჰაიგროვის სასახლე ბრიტანეთში, ბუგატის უახლესი მოდელი, კარტიეს სამკაულები და კიდევ ბევრი სხვა. აღნიშნულ თემაზე “მითების დეტექტორმა” პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ორი კვლევა მოამზადა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist