5-7 აპრილს რუსულენოვან ტელეგრამ არხებზე (1,2,3) ვებ-საიტებსა (1,2) და ფეისბუქ-ჯგუფში Россия — Сила გამოქვეყნდა ფრანგული გაზეთის FRANC TIREUR გარეკანის ფოტო, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკია გამოსახული. კარიკატურაზე ზელენსკი უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრებით აშენებულ სახლში დგას. გარეკანზე დატანილია ფრანგული წარწერა – “სახლი, რომელიც ზელენსკიმ ააშენა. 400 ათასი აგური ახალი უკრაინის არქიტექტორისთვის”. ავტორების მტკიცებით, ფრანგული გაზეთი ომში უკრაინის დანაკარგებზე მიანიშნებს.
FRANC TIREUR-ის გარეკანი გაყალბებულია. ფრანგული ჟურნალის მიერ გამოცემული 95-ე ნომრის გარეკანის ფოტო გავრცელებულ ვერსიას არ ემთხვევა. ინფორმაცია, რომ კარიკატურა გაყალბებულია, “მითების დეტექტორს” დაუდასტურა მხატვარმაც, რომლის გვარი ყალბ ვერსიას აქვს მიწერილი.
FRANC TIREUR-ის სახელით ზელენსკის ყალბი კარიკატურა გავრცელდა
ფრანგული გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ 95-ე ნომერს სრულიად განსხვავებული დიზაინი აქვს. მასზე მასწავლებელი სოფი მაზეტია გამოსახული, სტატია განათლებას შეეხება. ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, მსგავსი კარიკატურა გაზეთს არც წარსულში გამოცემულ ნომრებში გამოუყენებია.

“მითების დეტექტორი” დაუკავშირდა მხატვარ კიანუშ რამეზანის, რომლის ხელმოწერაც გაყალბებულ გარეკანზეა დატანილი. მხატვარმა დაგვიდასტურა, რომ მასალა გაყალბებულია და ჟურნალისთვის მსგავსი კარიკატურა არ დაუხატავს.
გარდა ამისა, გაზეთის გარეკანის ყალბ ვერსიაზე შეცდომაა – მას ფრანგულად “ოთხშაბათი, 5 სექტემბერი” აწერია. FRANC TIREUR-ი ყოველ ახალ ნომერს ოთხშაბათს გამოსცემს, თუმცა ოთხშაბათი არა 5, არამედ 6 სექტემბერს იყო.

რუსული ანგარიშები და გვერდები ცნობილი გამოცემების გარეკანებს ხშირად აყალბებენ – ეს კრემლის პროპაგანდისთვის რუსეთ-უკრაინის ომზე დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი მეთოდია. “მითების ლაბორატორიამ” წარსულში არაერთი მსგავსი გაყალბებული კარიკატურა გადაამოწმა:
- THE NATION-ს ზელენსკისა და ლეოპარდების კარიკატურა არ გამოუქვეყნებია
- ნატოს სამიტის შემდეგ უცხოური გამოცემების სახელით უკრაინის პრეზიდენტზე ყალბი კარიკატურები ვრცელდება
- THE NEW EUROPEAN-ის სახელით ზელენსკისა და დალაი ლამას ყალბი კარიკატურა ვრცელდება
- როგორ აყალბებს კრემლის პროპაგანდა დასავლური გამოცემების გარეკანებს უკრაინის წინააღმდეგ
- COURRIER INTERNATIONAL-ის სახელით უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე ყალბი კარიკატურა ვრცელდება
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.