ფოტოფაბრიკაცია, თითქოს სუმიში ბანერზე უკრაინელი სამხედრო ცისარტყელის და უკრაინის დროშების ფონზეა გამოსახული

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

122
VIEWS

7-9 ოქტომბერს რუსულენოვანმა მედიამ antifashist.com, ასევე რუსულენოვანმა ფეისბუკ-ანგარიშმა გაავრცელეს ბანერის ფოტოები, რომელზეც უკრაინელი სამხედრო უკრაინის და ცისარტყელის დროშების ფონზეა გამოსახული. ბანერზე შემდეგი წარწერაა: “ჩვენ გვაქვს რაღაც დასაცავი”. სტატიის მიხედვით, ეს ბანერები სუმიში, ვასკრესენსკას ქუჩაზე, ლგბტქ+ სამხედროების პიარკამპანიისთვის დადგეს. აღნიშნული ფოტოები, დიდი ალბათობით,  ტელეგრამ-არხ “Суми: Головне”-ის 4 ოქტომბერის პოსტიდან გავრცელდა.

უკრაინელი სამხედრო

გავრცელებული ფოტოები, თითქოს სუმიში, ვასკესენსკას ქუჩაზე, უკრაინელი სამხედრო ბანერზე უკრაინის და ცისარტყელის დროშების ფონზე გამოაკრეს, ფაბრიკაციაა. ავთენტიკურ ვერსიაში ამ ადგილას განთავსებული ბანერი ეძღვნება რუსეთთან ომში დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცს, სერგეი მირონჩენკოს და ფოტოზეც სწორედ ის არის გამოსახული.

გავრცელებული ფოტოებიდან ერთ-ერთში ჩანს ორი შენობა: სუმის საქალაქო საბჭო (მარცხენა შენობა) და ყოფილი М. В. Фрунзе -ის სახელობის მანქანათმშენებლობის ქარხნის მუშაკთა საცხოვრებელი კორპუსი (მარჯვენა შენობა). ობიექტების იდენტიფიცირება ფოტოების უკუძიების მეთოდით შევძელით. გეოლოკაციის მეშვეობით კი ვასკრესენსკას ქუჩაზე ბანერის ზუსტი ლოკაცია დადგინდა. 

უკრაინელი სამხედრო

უკრაინელი სამხედრო
სუმის საქალაქო საბჭო წყარო: Googlemaps
უკრაინელი სამხედრო
ყოფილი М. В. Фрунзе -ის სახელობის სუმის მანქანათმშენებლობის ქარხნის მუშაკთა საცხოვრებელი კორპუსი

აღნიშნული ლოკაციიდან ავთენტიკური ფოტო უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია without-lie.info-მ გაავრცელა, მათზე დაყრდნობით კი detector.media-მ.  ფოტოზე ჩანს, რომ ამ ადგილას განთავსებული ბანერი ეძღვნება რუსეთთან ომში დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცს, სერგეი მირონჩენკოს და სურათზეც სწორედ ის არის გამოსახული.

უკრაინელი სამხედრო
ფოტო: without-lie.info

აღსანიშნავია, რომ კრემლი წლებია სექსუალური იდენტობის თემას უკრაინული ჯარის დისკრედიტაციის მიზნით იყენებს. 2022 წლის იანვარში ვრცელდებოდა ვიდეოფაბრიკაცია ლგბტქ+ თემაზე, რომელიც თითქოს  უკრაინაში მოქალაქეების ჯარში გასაწვევად მოამზადეს. 2021 წელს კი “რია ნოვოსტი”  უკრაინის მხრიდან დონბასში  “გეი ბატალიონის” გაგზავნის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა. 


მოამზადა ლიზი ელოშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist