9 მაისს ფეისბუქ ანგარიშმა ბიწაძე ნანა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ხანდაზმული კაცი და ორი პოლიციელი ჩანს. კაცს ხელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო უჭირავს. თანდართული აღწერის მიხედვით, ის ომის ვეტერანია, რომელიც პოლიციამ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნისთვის დააკავა. მოგვიანებით ფოტო მსგავსი აღწერით სხვა ანგარიშმაც გაავრცელა. ხოლო ჯგუფში გავერთიანდეთ მტრის წინააღმდეგ და მიშასეული წინსვლის დასაბრუნებლად! აღნიშნული ფოტო გავრცელდა აღწერით “დიდება გმირებს! თავისუფლება მიშას”.
გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. ფოტოს ორიგინალ ვერსიაზე, რომელიც 2020 წლის 9 მაისსაა გადაღებული, ომის ვეტერანი ვახტანგ ადამაშვილია გამოსახული, რომელსაც ხელში სტალინის ფოტო უჭირავს.
ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო გაყალბებულია. მისი ორიგინალი ვერსია 2020 წლის 9 მაისსაა გადაღებული.
“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, ფოტოზე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ვახტანგ ადამაშვილია გამოსახული, რომელიც ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75-ე წლისთავს აღნიშნავდა. ფოტოს ორიგინალ ვერსიაში ჩანს, რომ ადამაშვილს ხელში არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ იოსებ სტალინის ფოტო უჭირავს. ასევე ტყუილია ინფორმაცია, რომ პოლიციამ ის დააპატიმრა, “ამერიკის ხმის” სტატიაში აღნიშნულია, რომ პოლიციელები 94 წლის ვეტერანს გადაადგილებაში ეხმარებიან.

წყაროს შესახებ:
ბიწაძე ნანა ყალბი ფეისბუქ ანგარიშია, რომელსაც მცდარი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. 2020 წელს გვერდმა ვინ ვინ არის – Vin Vin Aris ანგარიშის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ ის ფეისბუქ მომხმარებლის Альона Тимончук-ის ფოტოებს იპარავს.
ანგარიშის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამიწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში:
- სააკაშვილის შესახებ ირაკლი კობახიძის ყალბი ციტატა ვრცელდება
- ინფორმაციას, თითქოს ქართველ მომვლელს “ნაპოლის” ჩემპიონობის გამო ბინა აჩუქეს, ტროლი ავრცელებს
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.