ფოტოფაბრიკაცია, თითქოს კიევში ვლადიმერ პუტინის პოსტერები გააკრეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

413
VIEWS

რუსულენოვან მედიაში topwar.ru და ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშებზე (1, 2, 3, 4) გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოსტერები, რომელიც თითქოს კიევის ქუჩებში პარტიზანმა უკრაინელებმა მის დაბადების დღეს გააკრეს. პოსტის თანახმად, კიევში 1000 -ზე მეტი პოსტერი გააკრეს. გავრცელებული ფოტოებიდან ერთ-ერთში უკრაინის ისტორიის ეროვნული მუზეუმის საგანძურის შენობაა. “ეს პოსტერები იმის მტკიცებულებაა, რომ კიევის რეჟიმს ყველა არ უჭერს მხარს” – წერს topwar.ru.

ვლადიმერ პუტინის პოსტერები

დეზინფორმაციაა, თითქოს კიევში ვლადიმერ პუტინის პოსტერები გააკრეს. ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც უკრაინის ისტორიის ეროვნული მუზეუმის საგანძურის შენობას ასახავს, ნათლად ჩანს პროგრამულად დამუშავების კვალი. მუზეუმმა “მითების დეტექტორს” დაუდასტურა, რომ მათ შენობაზე პუტინის პოსტერები არ გაუკრავთ.  

სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო ვრცელდება, რომელიც აღწერების მიხედვით, კიევშია გადაღებული. ერთ-ერთ ფოტოზე ისტორიის ეროვნული მუზეუმის საგანძურის შენობა ჩანს. სურათზე პუტინის პოსტერებია მიკრული. ასევე ვხედავთ უკრაინის დროშას, რომელიც თავისივე ჯოხზეა დახვეული. საიტზე texty.org.ua იძებნება მუზეუმის შენობის ზუსტად ანალოგიური კადრი, რომელშიც პუტინის პოსტერები არ არის. 

ვლადიმერ პუტინის პოსტერები
დამუშავებული ვერსია

 

ვლადიმერ პუტინის პოსტერები
ავთენტიკური ვერსია წყარო: texty.org.ua

დიდი ალბათობით, პროგრამულად სწორედ აღნიშნული ფოტო დაამუშავეს. ამ ფაქტზე რამდენიმე დეტალი მეტყველებს:

  1. კადრის პერსპექტივა ორივე ფოტოზე აბსოლუტურად იდენტურია.
  2. დამუშავებულ და ავთენტიკურ ვერსიაში უკრაინის დროშა ზუსტად ანალოგიურ პოზიციაზეა გაჩერებული – ჯოხზეა დახვეული და ნაჭერზე სამი ნაკეცი ჩანს. ავთენტიკური ვერსია texty.org.ua -ზე 2023 წლის 1 ნოემბერს გამოქვეყნდა, ნაკლებად სავარუდოა, რომ ერთი წლის განმავლობაში დროშას პოზიცია არ შეეცვალა.
  3. ფოტოზე ასევე ჩანს ხის ტოტები. დამუშავებულ ვერსიაში ტოტებზე ფოთლების მდგომარეობა და პოზიცია ზუსტად ანალოგიურია, გარდა ორი შემთხვევისა, როდესაც ერთი ფოთოლი პროგრამულად არის წაშლილი, დანარჩენი კი ზუსტად ისეა დატოვებული, როგორც ორიგინალ ვერსიაში.
ვლადიმერ პუტინის პოსტერები
ახლო კადრი ფოტოს ავთენტიკური ვერსიიდან
ვლადიმერ პუტინის პოსტერები
ახლო კადრი ფოტოს დამუშავებული ვერსიიდან

4. დამუშავებულ ვერსიაში მუზეუმის ეზოში ჩანს ბანერი, რომელზეც ივან მაზეპას, უკრაინელი სამხედროსა და პოლიტიკური ლიდერის პორტრეტია გამოსახული. მუზეუმის ინფორმაციით, მათ აღნიშნული პოსტერი არასდროს გამოუფენიათ. მაზეპას პორტრეტი უკრაინელმა არტისტმა ნატალია პავლუსენკომ შექმნა. 

ვლადიმერ პუტინის პოსტერები
პოსტერი დამუშავებულ ვერსიაში წყარო: euromaidanpress.com

ფოტოს ავთენტიკურ ვერსიაზე გამოფენის „ევროპული უკრაინა. მაზეპას დღე” პოსტერია გამოსახული. აღნიშნული გამოფენა უკრაინაში 2022 წელს გაიმართა. 

ვლადიმერ პუტინის პოსტერები
პოსტერი ავთენტიკურ ვერსიაზე წყარო: armyinform.com

5. დამუშავებულ ვერსიაში ასევე აღებულია ყვავილის ქოთანი, რომელიც ორიგინალ ფოტოზე დროშის ქვემოთ დევს.

ვლადიმერ პუტინის პოსტერები
კადრი ფოტოს ავთენტიკური ვერსიიდან
ვლადიმერ პუტინის პოსტერები
კადრი ფოტოს დამუშავებული ვერსიიდან

ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” ისტორიის ეროვნული მუზეუმსაც დაუკავშირდა. მუზეუმმა დაადასტურა, რომ მსგავსი პოსტერები შენობაზე არასდროს გაუკრავთ. მათ ადგილიდან ფოტოც გამოგვიგზავნეს, რომელიც მუზეუმის ტერიტორიაზე ამჟამინდელ მდგომაროებას ასახავს.

ვლადიმერ პუტინის პოსტერები
ფოტო: უკრაინის ისტორიის ეროვნული მუზეუმის საგანძური

სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვა ფოტოებზე ლოკაციის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ-ანგარიში Георгий Кушиташвили ყალბ ინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს. “მითების დეტექტორს” ანგარიშის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გამოუვლენია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist