ფოტოფაბრიკაცია, თითქოს კახეთში გლეხმა ნიკა გვარამიას საფრთხობელა დადგა

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

167
VIEWS

20 სექტემბერს ანონიმურმა ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკა” გამოაქვეყნა საფრთხობელას ფოტო, რომლის თავზეც პარტია “ახალისა” და “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერის, ნიკა გვარამიას ფოტოა დამაგრებული. საფრთხობელა ვენახში დგას, ფოტოს კი თან ახლავს წარწერა: ,,კახელმა გლეხმა ვენახში ნიკა გვარამიას საფრთხობელა დადგა”. 

მომდევნო დღეს, 21 სექტემბერს, იდენტური ფოტო რამდენიმე ფეისბუქ-ანგარიშმაც (1, 2) გამოაქვეყნა. ერთ-ერთი ანგარიშის მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ ის ტიკ-ტოკ ვიდეოს სქრინია, მის გამავრცელებელ ანგარიშს კი “Gamoitseret” ჰქვია. 

Screenshot 2024 09 24 133038 1 ფოტოფაბრიკაცია, თითქოს კახეთში გლეხმა ნიკა გვარამიას საფრთხობელა დადგა

საფრთხობელა, რომელსაც ნიკა გვარამიას ფოტო აქვს დამაგრებული, კახეთის ვენახში არ დგას. სინამდვილეში, ფოტო დამონტაჟებულია და თავდაპირველი ვერსია 2016 წელს ინგლისშია გადაღებული. ფოტოს გადამოწმება და გეოლოკაციის დადგენა google maps-ის და google earth-ის ხელსაწყოების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. რედაქტირების შედეგად, ფოტოზე დამატებულია როგორც პოლიტიკოსის თავი, ასევე შეცვლილია ფონიც.

გავრცელებულ ფოტოზე აღბეჭდილი საფრთხობელას სხვადასხვაგვარი ფოტო წლებია არაერთ ვებ-გვერდზე (1, 2, 3) იძებნება. იდენტური ფოტო კი პირველად Wikimedia Commons-ზე 2016 წელის 23 მაისს გამოქვეყნდა და ის ანონიმურ ანგარიშმა, DeFacto-მ ატვირთა. Wikimedia-ზე თითოეულ ფოტოს დართული აქვს ინფორმაცია გადაღების დროისა და ადგილის შესახებ. ამ ინფორმაციის თანახმად, ის ინგლისშია გადაღებული, კერძოდ კი საფრთხობელა უორკშირის ერთ-ერთ სოფელში, ბედსლი კლინტონში დგას. Wikimedia-ზე გამოქვეყნებულ ფოტოსაც შესაბამისი სათაური აქვს – “ბედსლი კლინტონის საფრთხობელა.”

ნიკა გვარამია

DeFacto-ს ფოტოს შესახებ არსებულ ინფორმაციაში საფრთხობელას მდებარეობის ზუსტი კოორდინატებიც აქვს დატოვებული. კოორდინატების ძიებით დადგინდა, რომ რეალური ფოტო ბედსლი კლინტონის სამოქალაქო სამრევლოს ეზოშია გადაღებული. Google Maps-ით ბაღის დათვალიერებითა და ფოტოს შედარებით შეიმჩნევა, რომ ორივე მათგანზე ერთნაირი სკამები ჩანს და მიწაც ერთი პრინციპით, კვადრატებადაა დამუშავებული. აღსანიშნავია, რომ Google Maps-ზე არსებული პანორამა 2009 წელსაა გადაღებული, რა დროსაც, ბაღში საფრთხობელა ჯერ არ იდგა. 

ნიკა გვარამია ნიკა გვარამია

ბადსლი კლინტონის სამოქალაქო სამრევლოს ბაღი 

ნიკა გვარამია

Wikimedia-ზე გამოქვეყნებული საფრთხობელას ფოტოები 

კიდევ ერთი პროგრამით, Google Earth-ით იმავე ადგილის დათვალიერების, სატელიტური ხედის ნახვისა და მონაცემებზე დაკვირვებით დგინდება, რომ საფრთხობელა იქ 2015 წლიდან დგას. სატელიტური ხედით კი ის ყველაზე გვიან, 2016 წელს შეიმჩნევა. აღსანიშნავია, რომ Google Earth-ში მითითებული კოორდინატების არც სატელიტური ხედისა და არც Street View-ის ყველა წლის მონაცემი არ არსებობს.  

ნიკა გვარამია

ბადსლი კლინტონის ბაღის 2016 წლის სატელიტური ფოტო, რომელზეც საფრთხობელა ჩანს. 

ნიკა გვარამია

ბადსლი კლინტონის ბაღში მდგარი საფრთხობელა, Google Earth-ის მონაცემით, ფოტო 2015 წელსაა გადაღებული

Wikimedia-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზე ნაჩვენები საფრთხობელა სოციალურ ქსელში, პარტია “ახალის” ლიდერის სახით გავრცელებული საფრთხობელას ფოტოს იდენტურია: ერთმანეთს ემთხვევა საფრთხობელას ტანსაცმელი და აქსესუარები, მათ შორის, წელსა და ყელზე შემოხვეული ნაჭრების ფერი და ფორმა, ასევე ტანსაცმელი დაზიანებულიც იდენტურადაა. მსგავსად დგას ორივე საფრთხობელა და ერთმანეთს ემთხვევა მათი ხელისა და ფეხის ფორმებიც. მაგალითად, ორივე მათგანს ხელზე ერთნაირი ხელთათმანი უკეთია და ორივე ფიგურის  ხელის ფორმა, მტევანთან ჩატეხილი ადგილები, ერთმანეთის იდენტურია.

ნიკა გვარამია

საფრთხობელას ფოტო, რომელიც შემდგომ დაარედაქტირეს და თავზე პოლიტიკოსის ფოტო დაამაგრეს, სწორედ Wikimedia-დან არის აღებული. ფოტოზე ფონიც შეცვლილია და ბადსლი კლინტონის სამოქალაქო სამრევლოს ბაღის ნაცვლად, ვენახის ფოტოა ჩასმული. 

ბოლო პერიოდში ნიკა გვარამია არაერთხელ გახდა მცდარი ბრალდებების, მანიპულაციური ფოტო-ვიზუალური მასალებისა თუ მისი სახელით გამოგონილი ციტატების გავრცელების სამიზნე. პოლიტიკოსის დისკრედიტაციის კამპანია სოციალურ ქსელში წინასაარჩევნო პერიოდში გააქტიურდა. აღსანიშნავია, რომ ტიკ-ტოკ ანგარიშმა, რომელმაც გვარამიას გამოსახულებით საფრთხობელას დამონტაჟებული ფოტო გამოაქვეყნა, პოლიტიკოსის შესახებ ადრეც გაავრცელა მცდარი ინფორმაცია. ეს და სხვა საეჭვო ცნობები “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. 

წყაროს შესახებ:

ერთ-ერთი პირი, იმ წყაროებს შორის, ვინც გაყალბებულ ფოტოს აზიარებს, ფეისბუქ მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილია. ის მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხარდამჭერია. ხახუტაიშვილი სოციალურ ქსელში სისტემატურად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის, ასევე ქართული ოპოზიციის საწინააღმდეგო ცნობებსა და ყალბ ამბებს. მის მიერ გამოქვეყნებული პოსტები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა და ისიც დაადგინა, რომ აღნიშნული ანგარიში ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასა და პარტია “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიებშიც მონაწილეობდა. 

არქივის ბმულები: 1, 2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist