ფოტოფაბრიკაცია, თითქოს, გიორგი გახარია ტირის

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

გიორგი გახარია
221
VIEWS

17-19 იანვარს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ანგარიშებმა ფანტინა ფანტინა და ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას ტირილის  ამსახველი ფოტოკოლაჟი გაავრცელეს.

იდენტური ფოტოკოლაჟი 18 იანვარს ბლოგერ დავით ნემსაძის ფეისბუკ გვერდზე David Nemsadze officiall გამოქვეყნდა. დავით ნემსაძის პოსტში ვკითხულობთ: “ეს *უანა მტირალა კაიფში მყოფი ტიპი იყო საქართველოს შსს მინისტრი და პრემიერ მინისტრი”.

გიორგი გახარია

გიორგი გახარიას ფოტოები პროგრამულად არის დამუშავებული. ფოტოს ორიგინალ ვერსიაზე პოლიტიკოსის სახეზე თავდასხმის შედეგად დატოვეული კვალი და მის პერანგზე სისხლის ლაქები არის ასახული.

15 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“  პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელს თავდაესხნენ. ის თავდასხმის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევ დაუდგინდა. 15 იანვარსვე გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ,  მიხაილ როთმა სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას ფოტო გამოაქვეყნა და მასზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო. ფოტოზე პოლიტიკოსის სახეზე თავდასხმის შედეგად დატოვეული კვალი და მის პერანგზე სისხლის ლაქები არის ასახული. სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში გავრცელებული არც ერთ ფოტოსა და ვიდეოში არ გვხვდება კადრები, რომელშიც ის ტირის.  პარტიის წევრების თანახმად, გახარიაზე თავდასხმა ივანიშვილის რეჟიმის მიერ იყო ორკესტრირებული. 15 იანვარს ტელეკომპანია “იმედმა” დიმიტრი სამხარაძესა და გიორგი გახარიას შორის დაპირისპირების ამსახველი ვიდეოს ფრაგმენტი გაავრცელა.

გიორგი გახარია
ავთენტიკური ფოტო

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე დამუშავებულია და წაშლილია როგორც თავდასხმის შედეგად სახეზე დარჩენილი კვალი, ასევე ორ შემთხვევაში, წაშლილია პოლიტიკოსის პერანგზე არსებული სისხლის ლაქებიც. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist