ფოტომანიპულაცია, თითქოს უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროს ნაცისტური შევრონი უკეთია

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

2.4k
VIEWS

21 აგვისტოს დეზინფორმაციის სისტემატურად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა, ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც მისი მტკიცებით ჩანს უკრაინის მხარეს მებრძოლი ზაზა შონია, რომელსაც მკლავზე ნაცისტური შევრონი უკეთია.  

ნაცისტური შევრონი

მტკიცება, თითქოს ფოტოზე ნაჩვენებ მებრძოლს მკლავზე ნაცისტური შევრონი უკეთია, დეზინფორმაციულია. სინამდვილეში, აღნიშულ შევრონზე გამოსახულია რომაული არწივი, რომლის ქვემოთ წრეში უკრაინის გერბია ჩასმული. ამასთანავე ზაზა შონიამ “მითების დეტექტორთან” კომენტარში უარყო აღნიშნული სიმბოლიკის რაიმე სახის კავშირი ნაციზმთან/ფაშიზმთან. 

“მითების დეტექტორმა” ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებულ ფოტოს უკეთესი ხარისხით მიაგნო, საიდანაც დასტურდება, რომ ზაზა შონიას მკლავზე ნაცისტური სიმბოლიკა არ აქვს გამოყენებული. კერძოდ, ფოტოში ჩანს, რომ არწივის ქვემოთ წრეში არა სვასტიკა, არამედ უკრაინის გერბი, ე.წ. სამკაპია ჩასმული. 

ნაცისტური შევრონი

ზაზა შონიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო, სადაც ცხადად ჩანს უკრაინის სახელმწიფო გერბი

დამატებით “მითების დეტექტორი” დაუკავშირდა ზაზა შონიას, რომელმაც სატელეფონო საუბარში უარყო ზაქარეიშვილის მტკიცებები. ქართველი მებრძოლის განცხადებით, ნაჩვენებ სიმბოლიკაზე გამოსახულია რომაული არწივი, რომელსაც კლანჭებით წრეში ჩახატული უკრაინის გერბი უჭირავს. შონიამ აღნიშნა, რომ როგორც მას, ისე ამ სიმბოლოს არანაირი კავშირი ნაციზმთან თუ ფაშიზმთან არ აქვს. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული შევრონი უკრაინის არაერთ ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიაში იყიდება, რაც შეუძლებელი იქნებოდა ნაცისტური გერმანიის შევრონის შემთხვევაში, რადგან ნაცისტური სიმბოლოების გაყიდვა ქვეყანაში კანონით ისჯება.  

დამატებით, ზაზა შონიამ მოგვაწოდა სიმბოლოს ფოტოც. 

ნაცისტური შევრონი

ზაზა შონიას მიერ “მითების დეტექტორისთვის” მიწოდებული ფოტო

  • რომაული არწივის სიმბოლიკის ისტორია

არწივი ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე პერიოდში რომის იმპერიის მთავარ სიმბოლოდ გამოიყენებოდა, რადგან ის სიძლიერის, შორსმჭვრეტელობის და ბატონობის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. საუკუნეების მანძილზე, რომაული არწივის სიბოლიკა ბევრმა პოლიტიკურმა წარმონაქმნა გამოიყენა, რის გამოც მისი მრავალი ვერსია შეიქმნა. მათ შორის იყო საღვთო რომის იმპერიაც, რომელიც ა.წ. 800 წელს ფრანკთა (გერმანელი ხალხი) მეფე კარლოს I-ის კორონაციის შედეგად შეიქმნა. მე-19 საუკუნეში კი ახლადშექმნილმა გერმანიის იმპერიამაც მთავარ სიმბოლიკად სწორედ რომაული არწივის ახალი ვერსია გამოიყენა. შედეგად მივიღეთ ამ სიმბოლიკის მრავალი ვერსია, რომელთაგან ზოგი უკრაინული სიმბოლიკისგან საკმაოდ განსხვავებულია, ზოგი კი თითქმის იდენტური. 

shutterstock 1236224743 ფოტომანიპულაცია, თითქოს უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროს ნაცისტური შევრონი უკეთია

 

რომაული არწივი, რომელიც უკრაინულ სიმბოლიკას ძალიან ჰგავს

shutterstock 1711635415 ფოტომანიპულაცია, თითქოს უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროს ნაცისტური შევრონი უკეთია

 

წყარო იხილეთ აქ.

ნაცისტური შევრონი

რომაული არწივის ერთ-ერთი ვერსია

ნაცისტური შევრონი

საღვთო რომის იმპერიის გერბი 

ნაცისტური შევრონი

გერმანიის იმპერიის გერბი

ნაცისტური შევრონი

გერმანიის გერბი 1928-1935 წლებში

ადოლფ ჰიტლერი მიიჩნევდა, რომ საღვთო რომის იმპერია და გერმანიის იმპერია ერთი გერმანული იმპერიის ნაწილი იყო, ამიტომ პირველ მათგანს პირველი რაიხი ეწოდა, გერმანიის იმპერიას კი მეორე რაიხი. ჰიტლერს სურდა, რომ მისი სახელმწიფოც ამ ერთიანი ისტორიის ნაწილი ყოფილიყო, რის გამოც უწოდა კიდეც მის დროინდელ გერმანიას მესამე რაიხი. მისი მმართველობის პირველ 2 წელში მან სახელმწიფო გერბად რომაული არწივის არსებული ემბლემა დატოვა, შემდეგ კი ის ახალი ვერსიით ჩაანაცვლა, რომელიც ასევე ჰგავს რომის იმპერიაში გამოყენებული არწივის ერთ-ერთი ვერსიას.

ნაცისტური შევრონი

ნაცისტური გერმანიის დროს გამოყენებული გერბის სხვადასხვა ვერსიები

ზაზა შონიას მკლავზე დატანებული უკრაინული შევრონი გარკვეულწილად მართლაც ჰგავს ნაცისტური გერმანიის დროს გამოყენებულ რომაული არწივის ვერსიას, თუმცა მათ შორის განსხვავებებია: გერმანულ ვერსიაში არწივის ქვემოთ წრეში “სვასტიკის” ნიშანია ჩასმული, უკრაინულში კი ეროვნული გერბი. ასევე, ნაცისტური გერმანიის გერბი მთლიანად შავი ფერისაა, მაშინ როდესაც ზაზა შონიას ხელზე დატანებულ შევრონზე, ფერად დროშაზე თეთრი არწივია დახატული. 

ნაცისტური შევრონი

მესამე რაიხის სიმბოლო 

აღსანიშნია, რომ რომაული არწივი ამჟამადაც გერმანიის სახელმწიფო გერბად გამოიყენება. ის 1928-1935 გამოყენებული ვერსიის ანალოგია, რომელიც 1990 წელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გაერთიანების შემდგომ, გერმანიის ერთიანობის სიმბოლოდ იქცა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist