ფოტომანიპულაცია, თითქოს პალესტინელებმა ბლოგერის კლინიკაში ყოფნის კადრები დადგეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

Սխալ տեղեկատվության հայտնաբերում առասպելների դետեկտորի միջոցով
781
VIEWS

26 ოქტომბერს Facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პალესტინელი კაცი, რომელიც ერთი დღით ადრე თითქოსდა კლინიკაში მკურნალობდა, მეორე დღეს “ჯანმრთელი დარბოდა”. “ასეთია პალესტინის საინფორმაციო ომი”. – წერს ერთ-ერთი პოსტის ავტორი და აქვეყნებს 3 ფოტოს, რომლიდანაც ერთზე კლინიკაში მყოფი კაცია ასახული, მეორეზე ქუჩაში, შენობასთან მდგომი ადამიანი, რომელსაც დაზიანება არ აღენიშნება, მესამეზე კი თეთრ ზეწარში გახვეული პირი, რომელსაც ხელში ტელეფონი უჭირავს.   

 ინფორმაცია ასევე გავრცელდა რუსულენოვან ვებ-საიტებსა და ფეისბუქ-ანგარიშებზე (1;2;3;4;5). 

 

palestineli bitchi | mythdetector.com

palestineli bitchi2 | mythdetector.com

ფეისბუქ-პოსტი დეზინფორმაციული შინაარსისაა. რეალურად, ფოტოებზე სხვადასხვა ადამიანია გამოსახული. კლინიკაში მყოფი კაცის ფოტოები და ვიდეოები 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბერში ვრცელდებოდა, ქუჩაში გადაღებულ ფოტოზე კი ვხედავთ პალესტინელ პირს, რომელიც ისრაელ-ჰამასის ომის შესახებ სოციალურ ქსელებში მასალას სისტემატურად აქვეყნებს.  

გავრცელებულ ფოტოებიდან ერთ-ერთზე ვხედავთ კაცს, რომელიც ქუჩაში, სავარაუდოდ, დაბომბილი შენობის ფონზე დგას. მისი იდენტიფიცირება Pimeyes-ის ფოტოს ძიების ხელსაწყოს გამოყენებით შევძელით. ფოტოზე სალეჰ ალჯაფარავია გამოსახული, ის ღაზის სექტორში ცხოვრობს და გამომწერებს ვიდეოებს Instagram-ისა და Facebook-ის ანგარიშებით უზიარებს. მისი სახელით ასევე იძებნება Youtube-არხი, რომლის აღწერაშიც ვკითხულობთ, რომ სალეჰ ალჯაფარავი 25 წლისაა და ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელია. აღწერის მიხედვით, არის მომღერალი. არხზე, რომელიც ამ დროისთვის აქტიური არ არის და ბოლო ვიდეო 7 თვის წინ არის გამოქვეყნებული, მისი რამდენიმე სიმღერა იძებნება

 

palestineli bitchi3 | mythdetector.com
სალეჰ ალჯაფარავის ფეისბუქ-ანგარიში
palestineli bitchi4 | mythdetector.com
სალეჰ ალჯაფარავის ინსტაგრამ-ანგარიში
palestineli bitchi5 | mythdetector.com
სალეჰ ალჯაფარავის იუთუბ-ანგარიში

გარდა ამისა, მის ინსტაგრამ-ანგარიშზე იძებნება 25 ოქტომბრით დათარიღებული ვიდეო, რომლიდანაც, სავარაუდოდ, ფეისბუქ-მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ფოტოა ამოჭრილი.

palestineli bitchi6 | mythdetector.com
ფეისბუქ-მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ფოტო და სქრინშოტი ალჯაფარავის ინსტაგრამ-ვიდეოდან

ფეისბუქ-მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ მეორე ფოტოზე ვხედავთ, სავარაუდოდ, კლინიკაში მყოფ პირს. როგორც ავტორი ამტკიცებს, ფოტოებზე ერთი და იგივე ადამიანია გამოსახული და საავადმყოფოს ვიდეო დადგმულია. რეალურად, ვიდეო, რომლის სქრინშოტიც ვრცელდება, Tik-Tok-ზე ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებამდე, 3 სექტემბერს არის გამოქვეყნებული. ვიდეოს ავტორი, ანგარიშზე მითითებული მონაცემების მიხედვით, ესამ ზანდექია. მის ანგარიშზე ვხვდებით კიდევ რამდენიმე ვიდეოს, რომელშიც იმავე პირს ვხედავთ. ვიდეოებიდან ირკვევა, რომ მას ფეხი აქვს მოკვეთილი.

palestineli bitchi7 | mythdetector.com
მარცხნივ – ფოტო ფეისბუქ-მომხმარებლის პოსტიდან. მარჯვნივ – სქრინშოტი Tik-Tok-ზე 3 სექტემბერს გამოქვეყნებული ვიდეოდან

palestineli bitchi8 | mythdetector.com

პროპალესტინური “საერთაშორისო სოლიდარობის მოძრაობის” ვებ-საიტზე 25 აგვისტოს გამოქვეყნებულია სტატია, რომლის მიხედვითაც 24 ივლისს ნურ შამსის ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის რეიდის დროს დაშავებულ 16 წლის მუჰამედ ზენდიქს ფეხი მოკვეთეს.  

გავრცელებული დეზინფორმაცია Reuters-მაც გადაამოწმა.   

რაც შეეხება ფეისბუქ-პოსტის მესამე ფოტოს, რომელზეც თეთრ ზეწარში გახვეული ადამიანია გამოსახული, ის სხვადასხვა ტელეგრამ-ანგარიშზე ისრაელ-ჰამასის 2023 წლის ომის დაწყებამდე, ივნისში ვრცელდებოდა

palestineli bitchi9 | mythdetector.com

2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელ-ჰამასის ომის დაწყებიდან სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია რეგულარულად ვრცელდება. “მითების დეტექტორმა” ამ თემაზე გავრცელებული არაერთი მცდარი ინფორმაცია გადაამოწმა.

არქივის პოსტი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist