ფოტომანიპულაცია, თითქოს 1991 წელს მოსკოვში მომიტინგეები საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას ითხოვდნენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

477
VIEWS

16-17 ივნისს ფეისბუქ ანგარიშებმა ნონა შარაბიძე და Levan Tavdishvili გაავრცელეს ხალხმრავალი შეკრების ფოტო, რომელზეც დატანილია რუსული წარწერა: ,,მიტინგი სსრკ-ს შენარჩუნებისთვის. 1991 წელი მოსკოვი.” ფეისბუქ ანგარიშები წერენ, რომ აქცია სპონტანური იყო და მას 750 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ხოლო უფრო მეტი სახლიდან გულშემატკივრობდა სსრკ-ს ერთიანობის შენარჩუნებას. ნონა შარაბიძე ამერიკულ დემოკრატიაზეც მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ მასშტაბური აქცია არაფერს ნიშნავდა და არც ამერიკული დემოკრატია ახსოვდათ. 

იდენტურ ფოტოსა და აღწერას რუსულენოვანი მომხმარებლები (1, 2, 3) წლებია ავრცელებენ.

moskovi1 ფოტომანიპულაცია, თითქოს 1991 წელს მოსკოვში მომიტინგეები საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას ითხოვდნენ moskovi2 ფოტომანიპულაცია, თითქოს 1991 წელს მოსკოვში მომიტინგეები საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას ითხოვდნენ

ფოტო შეცდომაში არასწორი აღწერით ვრცელდება. ის მართლაც მოსკოვში 1991 წლის 10 მარტს გამართულ საპროტესტო შეკრებას ასახავს, თუმცა მოთხოვნა არა ,,საბჭოთა კავშირის ერთიანობის შენარჩუნება”, არამედ მიხეილ გორბაჩოვის გადადგომა იყო. 

1991 წელს რუსეთში საბჭოთა ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. პროტესტის მონაწილეები გორბაჩოვის გადადგომას მოითხოვდნენ და მხარს უჭერდნენ ბორის ელცინს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო 1991 წლის 10 მარტს, ყველაზე ხალხმრავალი შეკრების დროს, მანეჟნაიას მოედანზე, Associated Press-ის ჟურნალისტმა გადაიღო. ,,მითების დეტექტორმა” იდენტურ ფოტოსთან დაკავშირებული მანიპულაციური შინაარსის ცნობა აქამდეც გადაამოწმა

moskovi3 ფოტომანიპულაცია, თითქოს 1991 წელს მოსკოვში მომიტინგეები საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას ითხოვდნენ
წყარო: Dominique Mollard / AP

1991 წლის 17 მარტს საბჭოთა კავშირის რიგ რესპუბლიკებში რეფერენდუმი ჩატარდა კითხვით, სურდათ თუ არა საბჭოთა კავშირის ,,განახლებულ ფედერაციად” შენარჩუნება. რეფერენდუმში მონაწილეთა 77.85%-მა მხარი დაუჭირა ,,განახლებული ფედერაციის” იდეას, თუმცა რამდენიმე თვეში საბჭოთა კავშირი მაინც დაიშალა. 

რეფერენდუმამდე ერთი კვირით ადრე გამართული საპროტესტო შეკრების ორგანიზატორები საზოგადოება ,,მემორიალი” და ,,მოსკოვის ამომრჩეველთა ასოციაცია” იყო. პროტესტის მონაწილეები საბჭოთა რუსეთის ლიდერის, გორბაჩოვის გადადგომას მოითხოვდნენ, ასევე მოსახლეობას მოუწოდებდნენ დაგეგმილ რეფერენდუმზე ,,განახლებული ფედერაციის” იდეისთვის უარი ეთქვათ. მანეჟნაიას მოედანზე შეკრებილები რომ ,,საბჭოთა კავშირის მთლიანობის შენარჩუნებისთვის” არ გამოსულან დამოუკიდებელ რუსულ მედია ,,მედუზასთან” პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორიც ადასტურებს. მისი თქმით, ვერავინ წარმოიდგენდა საბჭოთა კავშირს ,,განახლებულ ფედერაციად”, ეს მორიგი პროპაგანდისტული ნაბიჯი იყო, ამიტომ პოლიტიკურმა მოძრაობა ,,დემოკრატიული რუსეთი” ჩაატარა კამპანია, რათა მოსახლეობას რეფერენდუმზე ,,არა” ეპასუხა. 

რუსული სამთავრობო მედია 10 მარტის საპროტესტო აქციაზე წერისას აღნიშნავს, რომ მანეჟნაიას მოედანზე ელცინის მხარდასაჭერად ნახევარი მილიონი ადამიანი გამოვიდა და შეკრებილები საბჭოთა კავშირის შენარჩუნების წინააღმდეგ განცხადების გაკეთებას ითხოვდნენ. 

1991 წელს არაერთ რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების მოთხოვნით პროტესტი დაიწყო, სწორედ ამ წელს დატოვა კავშირი ქვეყნების უმრავლესობამ. თავად რუსეთში, 1991 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო, საბოლოოდ კი 12 ივნისს პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში ბორის ელცინის გამარჯვებითა და წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლის გამოცხადებით დასრულდა. 

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი, ნონა შარაბიძე ანტიდასავლური შინაარსის მცდარ ინფორმაციას და კრემლისტურ ნარატივებს რეგულარულად ავრცელებს. ,,მითების დეტექტორმა”  შარაბიძის მიერ გავრცელებული ცნობები აქამდეც არაერთხელ გადაამოწმა.

ფეისბუქ-მომხმარებელი Levan Tavdishvili სისტემატურად აქვეყნებს ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებსა და შეთქმულების თეორიებს. “მითების დეტექტორს” მის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია.

არქივის ბმულები: 1, 2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist