ფოტო, თითქოს სირიაში ჯვრის მოხსნაზე უარის გამო კაცს თავი მოჰკვეთეს, 2012-დან ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

სირია
247
VIEWS

13-14 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა (1;2;3;4;5) ფოტო, რომელსაც ფეისბუქ-მომხმარებლები სირიაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებენ. ფოტოზე ვხედავთ კაცს, რომელსაც გულზე ჯვარი უკეთია. აღწერაში ვკითხულობთ: “ასირიელი, რომელმაც უარი თქვა ჯვრის მოხსნაზე და ამისათვის თავი მოკვეთეს”.  

 

ფოტო ამავე აღწერით ასევე გაავრცელეს რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1;2;3;4).

photo thithqos siriashi jvris mokhsnaze uaris gamo katss thavi mohkvethes 2012 dan vrtseldeba ფოტო, თითქოს სირიაში ჯვრის მოხსნაზე უარის გამო კაცს თავი მოჰკვეთეს, 2012-დან ვრცელდება

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო სირიაში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება. ფოტო ღია წყაროებში 2012 წლიდან ვრცელდება და ისტორია, თითქოს მასზე ასახულ კაცს ჯვრის მოხსნაზე უარის თქმის შემდეგ თავი მოჰკვეთეს, არ დასტურდება. 

ფოტო, რომელსაც სოციალური ქსელის მომხმარებლები ავრცელებენ, ღია წყაროებით 2012 წლიდან ვრცელდება (1;2;3). 

Picture5 ფოტო, თითქოს სირიაში ჯვრის მოხსნაზე უარის გამო კაცს თავი მოჰკვეთეს, 2012-დან ვრცელდება

არსებული ინფორმაციით (1;2), ფოტო 2012 წელს დაჯგუფება Kataib al Muhajireen-ის მიერ არის გადაღებული, მას შემდეგ, რაც სირიის საჰაერო ბაზაზე თავდასხმის დროს ასადის რეჟიმის მებრძოლი დაატყვევეს. 

2012 წლის დეკემბერში აღნიშნული ფოტო, სხვებთან ერთად, გამოქვეყნდა ერთ-ერთ ბლოგზე, რომლის ავტორიც წერდა, რომ ისინი პრო ალ-კაიდა ვებ-ფორუმზე იპოვა და აღწერაში მითითებული იყო, რომ “ასადის არმიის დატყვევებულ ძაღლებს” ასახავდა.   

Picture6 ფოტო, თითქოს სირიაში ჯვრის მოხსნაზე უარის გამო კაცს თავი მოჰკვეთეს, 2012-დან ვრცელდება Picture7 ფოტო, თითქოს სირიაში ჯვრის მოხსნაზე უარის გამო კაცს თავი მოჰკვეთეს, 2012-დან ვრცელდება

ფოტოების მარჯვენა კუთხეში დროშაა დატანილი, რომლის ინგლისურად თარგმნის დროსაც იმავე ჯგუფის სახელს, Muhajireen Brigades-ს ვკითხულობთ.  

Picture8 ფოტო, თითქოს სირიაში ჯვრის მოხსნაზე უარის გამო კაცს თავი მოჰკვეთეს, 2012-დან ვრცელდება

ინფორმაცია, რომ ჯვრის მოხსნის ბრძანებაზე უარის თქმის შემდეგ ფოტოზე ასახულ კაცს თავი მოჰკვეთეს, ღია წყაროებში არ იძებნება. სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მასალები ასევე ადასტურებს, რომ ფოტო ყალბი აღწერებით წლების განმავლობაში ვრცელდებოდა. აღნიშნული ფოტო 2024 წელსაც გავრცელდა, მას შემდეგ, რაც ბაშარ ალ ასადი რუსეთში გაიქცა. მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ ის დამასკოელ ქრისტიან კაცზე ძალადობას ასახავდა.   

6 მარტს სირიის უსაფრთხოების ძალებსა და ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მომხრეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. ქვეყნის დასავლეთით, სადაც ისლამური რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, ალავიტები ცხოვრობენ, შეტაკებებს უკვე 1 000-ზე მეტი ადამიანი  ემსხვერპლა. “ადამიანის უფლებების სირიული ობსერვატორიის” ცნობით, მსხვერპლთა საერთო რაოდენობიდან 745 სამოქალაქო პირი იყო (უმეტესობა ალავიტი). ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ დღეებში დაიღუპა ასადის 148 მომხრე და უშიშროების მინიმუმ 125 თანამშრომელი. მიმდინარე მოვლენებს 13 წლიანი სამოქალაქო კონფლიქტის ყველაზე უფრო სასტიკ ძალადობას უწოდებენ – მსხვერპლთა შორის არიან ალავიტი ქალები და ბავშვები. 

სირიაში დაპირისპირების ფონზე “მითების დეტექტორმა” გაადამოწმა შეცდომაში შემყვანი არაერთი ფოტო და ვიდეო, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს არ ასახავს. ვრცლად წაიკითხეთ მასალებში. სირიის შესახებ ასევე გავრცელდა დეზინფორმაციული მტკიცებები, ვრცლად წაიკითხეთ მასალებში

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: სირია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist