12-14 აპრილს ფეისბუკზე (1, 2 ) “ფორმულას” ჟურნალისტის თიკო ერაძის სახელით ციტატა გავრცელდა, რომელშიც ის “ფორმულას” დამფუძნებელ დავით კეზერაშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ კეზერაშვილი მხოლოდ პრორუს ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა, რათა შემდეგ საქართველოს ევროპული მომავალი დაეფინანსებინა.
თიკო ერაძის სახელით დავით კეზერაშვილზე გავრცელებული განცხადება ყალბია. მედიასაშუალებებსა და სხვა ღია წყაროებში მსგავსი შინაარსის ციტატა არ იძებნება. ციტატის ნამდვილობა ერაძემ “მითების დეტექტორთან” კომენტარშიც უარყო.
პოსტების კომენტარები ცხადყოფს, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა აღნიშულ ციტატას რეალურად აღიქვამს, თუმცა თიკო ერაძეს მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. ციტატა ღია წყაროებსა და მედიასაშუალებებში არ იძებნება, გარდა ამისა, “მითების დეტექტორი” ციტატის ავთენტურობის გადასამოწმებლად თიკო ერაძეს დაუკავშირდა, მან აღნიშნა, რომ ციტატა ყალბია და მსგავსი რამ არასდროს, არსად უთქვამს.
12 თებერვალს BBC-ის მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიის და დოკუმენტური ფილმის მიხედვით, დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების ფინანსური თაღლითობის ქსელთან არის დაკავშირებული. თავად კეზერაშვილი თაღლითურ ქოლცენტრებთან რაიმე კავშირს უარყოფს და აპირებს სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებას BBC-ის მასალაში არსებული ფაქტების უზუსტობა დაადასტუროს.
“მითების დეტექტორს” სხვადასხვა ჟურნალისტის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული არაერთი გაყალბებული განცხადება და ვიზუალური მანიპულაცია გამოუვლენია. ვრცლად იხილეთ ჩვენს მასალებში:
- ფეისბუქზე “მთავარი არხის” ჟურნალისტის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება
- ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვახო სანაიას სახელით გაყალბებული პოსტი ვრცელდება
- სთხოვს თუ არა სანაია გაეროს იტალიელებისგან მის დაცვას?
- “კოგარაში ურიე” და LIBERASTULI SENI ჟურნალისტების ციტატებს აყალბებენ
- ემუქრება თუ არა ინგა გრიგოლია ირაკლი ღარიბაშვილს ფიზიკურად დასჯით?
წყაროების შესახებ:
ჟურნალისტების მარგალიტები “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ანონიმური ანგარიშია და კრიტიკული მედიის მადისკრედიტირებელ პოსტებს ხშირად აქვეყნებს. ეს ანგარიში ერთ-ერთია მათგან, რომელიც ბერას მხარდამჭერ და ჟურნალისტების მადისკრედიტირებელ კამპანიაში მონაწილეობდა. ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” ანგარიშებში:
- ახლადშექმნილი ფეისბუკ გვერდები და ძველი ტროლები ბერას დასაცავად და ჟურნალისტების წინააღმდეგ
- რა არის დემოკრატია, დისკრედიტაცია და რელიგიური პროპაგანდა “სინამდვილეში”? – მმართველი პარტია კრიტიკული აზრის წინააღმდეგ
ფეისბუკ-ანგარიშის მალხაზ ხაბაზის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია კი “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთელ გამოუვლენია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.