23 აპრილს ფეისბუქის რუსულენოვანმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია გერმანული ავტომწარმოებლის, “ფოლსკვაგენის” ლოგო, რომელსაც სწრაფად ატრიალებენ, რა დროსაც ლოგოზე ნაცისტური სვასტიკის ნიშანი ჩნდება.
ვიდეო პროგრამულად არის დამუშავებული. სინამდვილეში, ფოლკსვაგენის ლოგოზე, მისი დატრიალებისას, სვასტიკის ნიშანი არ ჩნდება.
ინფორმაცია და ვიდეო თითქოს ვოლკსვაგენის ლოგოზე სწრაფად დატრიალებისას სვასტიკის ნიშანი ჩნდება, არახალია. ის 15 წელზე მეტია რაც ინტერნეტსივრცეში გაჩნდა, რამაც საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია და არაერთმა პიროვნებამ თავად გადაამოწმა. შედეგად, გამოჩნდა ბევრი ვიდეო, სადაც ხალხი ავტომობილის ლოგოს სხვადასხვა სიჩქარითა და მიმართულებით ატრიალებს და არც ერთ შემთხვევაში სვასტიკის ნიშანი არ ჩნდება.
ვიდეოს ავთენტურობა ასევე გადაამოწმა საერთაშორისო ასოციაცია Mimikama-მ, რომელიც ინტერნეტ თაღლითობის, ცრუ ინფორმაციების გავრცელებთან ბრძოლისა და კომპიუტერულ უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს. კვლევისას მათ შეანელეს ვიდეო 0.06 აჩქარებამდე და დაადგინეს, რომ ის პროგრამულად არის დამუშავებული და მასში სვასტიკის ლოგო არსაიდან, ხელოვნურად ჩნდება.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.