ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები – კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები

კითხვის დრო: 7 წუთი

კითხვის დრო: 7 წუთი

ფეხბურთელები
1.3k
VIEWS

2024 წლის 1 ივლისს ფეისბუკ-ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო -კოლაჟი, რომელიც მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელებისთვის სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოებითაა აწყობილი. ფოტომასალა ძირითადად ფეხბურთელების მიერ გატანილი გოლის აღნიშვნის ეპიზოდებს მოიცავს. “ბოლო ჟამის ქრისტიანები”  აღნიშნულ ფოტოებში ფეხბურთელების მიერ გამოსახულ ჟესტებს სატანიზმს უკავშირებს, თავად ფეხბურთელები კი, მისი თქმით, “ლუციფერის მსახურები არიან.” აღსანიშნავია, რომ ვიდეო თავდაპირველად X-ზე ანგარიშზე Vision4theBlind 16 ივნისს გავრცელდა.

Screenshot 2024 07 11 at 3.26.46 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები

ვიდეოში ნაჩვენებ სიმბოლოებთან დაკავშირებით გავრცელებული მტკიცებები კონსპირაციული თეორიაა და მტკიცებულებებს არ ეფუძნება. “მითების დეტექტორი” გთავაზობთ სხვადასხვა ფეხბურთელის მიერ გაკეთებული ჟესტების ახსნას.

როგორც წესი, ფეხბურთელები ცდილობენ, რომ გოლის აღნიშვნის საკუთარი, უნიკალური სტილი ჰქონდეთ, რომლითაც ისინი მაყურებელს თავს დაამახსოვრებენ. ხშირ შემთხვევაში, გოლის აღნიშვნა ფეხბურთელების პირად ცხოვრებასთანაცაა დაკავშირებული და ამით შეიძლება ისინი პატივისცემას გამოხატავდნენ საკუთარი ოჯახის, ქალაქის, ქვეყნის, სამაგალითო ადამიანის მიმართ, ან შეიძლება სულაც გარდაცვლილ ახლობელს მიაგებდნენ პატივს. 

ლამინე იამალი

ლამინე იამალი კლუბ ბარსელონასა და და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია და გოლის აღნიშვნისას ხელებით გამოსახავს რიცხვს 304. რიცხვი 304 იამალის საცხოვრებელი არეალის საფოსტო ინდექსის (08304) ბოლო 3 ციფრია. ამ აღნიშვნით ახალგაზრდა ფეხბურთელი პატივისცემას გამოხატავს იმ ადგილის მიმართ, სადაც ის გაიზარდა. ფეხბურთელი დაიბადა Esplugas de Llobregat-ში და გაიზარდა როკაფონდაში, მატაროში, რომლის საფოსტო ინდექსი არის (08304), შესაბამისად 304 სწორედ აქედან მოდის.

Screenshot 2024 07 11 at 3.27.25 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

მარკო როისი

შემდეგ ფოტოზე გამოსახულია გერმანელი ფეხბურთელი მარკო როისი, დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელი, რომელმაც 2013 წლის პირველ ნოემბერს 22-ე წუთზე გერმანიის ბუნდესლიგის მატჩში გოლი გაუტანა შტუტგარტს და ამერიკელი რეპერის, ჯეი ზის, სტილში აღნიშნა. მატჩამდე ცოტა ხნით ადრე როისი ჯეი ზის კონცერტს დაესწრო და გატანილი გოლით ამერიკელი რეპერისადმი გამოხატა პატივისცემა. ხელებით როისმა ბრილიანტი გამოსახა, ამ ნიშანს ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი ხშირად იყენებს საკუთარ მუსიკალურ ვიდეოებსა და ლაივ კონცერტებზე. 

Screenshot 2024 07 11 at 3.28.27 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

უეინ რუნი 

უეინ რუნის ჟესტი თავად რუნის თქმით, მის გარდაცვლილ ცოლის დას ეძღვნება, რომელიც 2013 წელს 14 წლის ასაკში გარდაიცვალა

Screenshot 2024 07 11 at 3.29.46 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

რომელუ ლუკაკუ

რომელუ ლუკაკუმ მსგავსი ჟესტით 2018 წლის 18 აპრილს ბორნმუთთან მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით გატანილი გოლი აღნიშნა. მან ხელებით ბრილიანტი გამოსახა. მატჩამდე ცოტა ხნით ადრე ლუკაკუმ კონტრაქტი გააფორმა ამერიკელი რეპერის ჯეი ზის მიერ დაფუძნებულ კომპანია Roc Nation Sport-თან და გოლის მსგავსი აღნიშვნაც ამ ამბავს უკავშირდება. ხელებით ბრილიანტის გამოსახვა სწორედ ამერიკელ რეპერთან ასოცირდება

Screenshot 2024 07 11 at 3.30.52 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

ვინისიუს ჟუნიორი

2023 წლის 3 ოქტომბერს ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლის გოლი გაუტანა. მისი აღნიშნვნაც ამერიკელ რეპერ ჯეი ზის უკავშირდება

Screenshot 2024 07 11 at 3.31.59 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

დელე ალი

ტოტენჰემის ფეხბურთელმა დელე ალიმ 2018 წელს პრემიერ ლიგის გახსნით ტურში ნიუკასლის წინააღმდეგ გატანილი გოლი ფოტოზე გამოსახული ჟესტით აღნიშნა. ამ აღნიშვნას ვირუსული გამოხმაურება მოყვა, საფეხბურთო სამყაროში ყველა ცდილობდა ალისთვის მიებაძა და მსგავსი ნიშანი სწორად გამოესახა. როგორც დელე ალი განმარტავს, მსგავსი ნიშნის გამოსახვა ინგლისის საფეხბურთო ნაკრებში მისი თანაგუნდელის ჯეიმი ვარდის შვილისგან ისწავლა და მას რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ფეხბურთელებს მცირე ხნით ოჯახის წევრებთან დროის გატარების საშუალება მისცეს და სწორედ მაშინ აჩვენა ვარდის შვილმა ალის აღნიშნული ჟესტიკულაცია. 

Screenshot 2024 07 11 at 3.33.16 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

ამად დიალო 

ამად დიალო აღნიშული ჟესტით გარდაცვლილ თანაგუნდელს ვილი ტა ბის მიაგებს პატივს, რომელიც 2021 წელს ღვიძლის სიმსივნით გარდაიცვალა. ასეთი ჟესტით გოლს ატალანტაში სწორედ ვილი ტა ბი აღნიშნავდა. 

Screenshot 2024 07 11 at 3.34.27 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

ანტონი მოდესტე

ანტონი მოდესტე  ხშირად აღნიშნავს გოლს ქვემოთ მოცემულ ფოტოზე გამოსახული ჟესტით. აქ სავარაუდოდ, ბინოკლს, ან სათვალეს გამოხატავს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ჟესტით გოლს არაერთი ფეხბურთელი  აღნიშნავს, მათ შორის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე. ფეხბურთელები მსგავს ჟესტს სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ. მაგალითად, “არსენალის” შემტევი ლეანდრო ტროსარი მსგავსად გოლებს მისი შვილის თხოვნის გამო აღნიშნავს, შოტლანდიელი ჯონ მაკგინი მსგავსი ჟესტით სოლიდარობას უცხადებს თავის ძმისშვილს/დისშვილს და იმ ბავშვებს, რომლებსაც სათვალეების ტარება უწევთ ფეხბურთის სათამაშოდ

Screenshot 2024 07 11 at 3.36.42 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
ანტონი მოდესტე – კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

კონსპირაციული თეორია, თითქოს აღნიშნული ჟესტი მასონური სიმბოლიკის ნაწილია, გიორგი მიქაუტაძის შემთხვევაშიც გავრცელდა, რაზეც “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა.

ალეხანდრო გარნაჩო

ფოტოზე გამოსახულია მანჩესტერ იუნაიტედის არგენტინელი ფეხბურთელი ალეხანდრო გარნაჩო, რომელმაც ევროპა ლიგის ფლეიოფში ბარსელონას დამარცხება ამ სტილში აღნიშნა. გოლებს მსგავსად აღნიშნავს ბარსელონას ფეხბურთელი პედრიც, ის ამ აღნიშვნას მამამისს უძღვნის, რომელიც სათვალეს ატარებს. გარნაჩოს ამ აღნიშვნას მისდამი კრიტიკა მოჰყვა. 

Screenshot 2024 07 11 at 3.38.15 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

ბრუნო ფერნანდესი, მარკუს რაშფორდი, ლისანდრო მარტინესი

ამ ფოტოზე ბრუნო ფერნანდესი, მარკუს რაშფორდი და ლისანდრო მარტინესი არიან გამოსახულები. გუნდის “მანჩესტერ იუნაიტედის” ზედმეტსახელი არის „წითელი ეშმაკები.“ ის სამკაპი კლუბს ლოგოზეც აქვს გამოსახული.

Screenshot 2024 07 11 at 3.39.44 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

სერხიო აგუერო

ფოტოზე “მანჩესტერ სიტის” ყოფილი თავდამსხმელი სერხიო აგუეროა. ეს კონკრეტული აღნიშვნა ჟესტების ენაზე ნიშნავს „მე შენ მიყვარხარ“.

Screenshot 2024 07 11 at 3.40.05 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

ხულიან ალვარესი

ფოტოზეა “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი ხულიან ალვარესი, რომელსაც ბავშვობიდან მეტსახელად ობობას ეძახიან. აქ ალვარესი ამერიკული კომიქსების გმირს ადამიან ობობას ასახიერებს. კომიქსების მიხედვით, თითების ამ მოძრაობით ადამიანი ობობა მის ერთ-ერთ საკვანძო უნარს იყენებს – ქსელს უშვებს. 

Screenshot 2024 07 11 at 3.40.53 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

ალეხანდრო გარნაჩო

ამ ფოტოში ესპანელი ფეხბურთელი გარნაჩო განასახიერებს “ეშმაკის” ნიშანს, რითაც იმის თქმა სურს, რომ ის “მანჩესტერ იუნაიტედში” აგრძელებს კარიერას. უნდა აღინიშნოს, რომ მანჩესტერ იუნაიტედის ზედმეტსახელის “წითელი ეშმაკების” ისტორია ინგლისური რაგბის კლუბს უკავშირდება და არ აქვს არანაირი ოკულტისტური ან სატანისტური საფუძველი. 

Screenshot 2024 07 11 at 3.41.55 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

მანჩესტერ იუნაიტედის ზედმეტსახელი “ბასბის ბიჭები” იყო მას შემდეგ, რაც კლუბი მეტ ბასბიმ ჩაიბარა. მან ბევრი ახალგაზარდა მოთამაშე შემოიყვანა, რის გამოც კლუბს ეს სახელი დაერქვა. 1958 წელს მიუნხენის საჰაერო კატასტროფის შემდეგ, რომელმაც უამრავი ფეხბურთელის სიცოცხლე შეიწირა, გადაწყვიტეს, რომ ეს სახელი შეეცვალათ და აირჩიეს “წითელი ეშმაკები”. 

ინგლისურმა რაგბის კლუბმა სალფორდმა 1930-იან წლებში საფრანგეთში უამრავი თამაში ჩაატარა წითელი ფორმით და მათ “წითელი ეშმაკები” შეარქვეს. კლუბის მენეჯერს, ბასბის მოეწონა ეს სახელი და გადაწყვიტა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი ასევე უნდა იყოს ცნობილი, როგორც “წითელი ეშმაკები”.  

რობერტო ფირმინო და სადიო მანე

ფოტოზე გამოსახულები არიან ინგლისური “ლივერპულის” ფეხბურთელი რობერტო ფირმინო და ამავე კლუბის ყოფილი ფეხბურთელი სადიო მანე. ფირმინო ამ თამაშში პსჟ-ს წინააღმდეგ დააყენეს შემცვლელად, რადგან წინა თამაშში ტოტენჰემის ფეხბურთელს, იან ვერტონგეს შეეჯახა და თვალი დაუზიანდა. მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში დანიელ სტარიჯი თამაშობდა და ფირმინო შემცვლელად შემოვიდა. თამაშის შემდეგ, მანემ განაცხადა: “ვფიქრობ, ბობის არ სჭირდება თვალი სათამაშოდ, ასე ვუთხარი მას.” საბოლოოდ, ფირმინოს აღნიშვნაც და სადიო მანეს ჟესტიც უკავშირდება იმ ამბავს, რომ ფირმინო ცალი თვალითაც იდეალურად თამაშობს. 

Screenshot 2024 07 11 at 3.42.55 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

ლიონელ მესი

არგენტინელ ფეხბურთელს ლიონელ მესის ბიცეფსზე ტატუირებული აქვს თვალი. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ეს, შესაძლოა, მისი მეუღლის, ანტონელა როკუცოს თვალის ფორმას გავდეს.

Screenshot 2024 07 11 at 3.44.01 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

მესის მეორე ფოტოს, რომელშიც ის თხასთან ერთადაა გადაღებული შემდეგი ახსნა აქვს: ხშირად მოიხსენიებენ, როგორც G.O.A.T (Greatest Of All Time- ყველა დროის უდიდესი), აკრონიმი GOAT (ძალიან ცნობილია და სხვა სპორტის წარმომადგენელებსაც ახასიათებენ მსგავსად), ცალკე აღებული სიტყვა ინგლისურში ნიშნავს თხას. შესაბამისად, ამიტომ აქვს მესის ფოტოები გადაღებული თხასთან.

Screenshot 2024 07 11 at 3.51.19 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

მესის მესამე ფოტო კი Audemars Piguet-ის საათის რეკლამისთვისაა გადაღებული – Royal Oak Collection. სავარაუდოდ, ხელი საათის ეფექტურად გამოსაჩენად აქვს თვალზე მიდებული.

Screenshot 2024 07 11 at 3.52.25 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

ნეიმარ სანტოსი

ცვილის მუზეუმმა Madame Tussauds 2016 წელს გადაწყვიტა, რომ ნეიმარის ცვილის ფიგურა დაემზადებინა. ნეიმარმა ფიგურის პოზად აირჩია 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის გატანილი გოლის აღნიშვნა. ამ ფოტოში უბრალოდ ნაჩვენებია ის თუ როგორ არჩევენ თვალის ფერის და ფორმის ზუსტ ასლს. ამასთან ერთად ამ ვიდეოში  ჩანს, რომ ნეიმარის სხვა პარამეტრებსაც ამოწმებენ. 

Screenshot 2024 07 11 at 3.52.45 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

შემდეგ ფოტოზე ნეიმარი Gagà Milano-ს საათს არეკლამებს. აღნიშნული ფოტო  ნეიმარის ფეისბუკზეც არის ხელმისაწვდომი. პოსტს თანდართული აქვს, რომ Paid Partnership-ია (ფასიანი პარტნიორობა). შესაბამისად, ამ პოზაში გადაღებული ფოტო საათის პოპულარიზაციას ემსახურება.

Screenshot 2024 07 11 at 3.53.00 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

კრიშტიანუ რონალდუ

პორტუგალიელი ფეხბურთელის კრიშტიანუ რონალდუს აღნიშნული ფოტო ერთ-ერთი სხვაა  ბევრიდან, რომელიც Fregnance-ის რეკლამირებისთვის გადაიღო. 

Screenshot 2024 07 11 at 3.54.54 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

ჯონ მაკგინი

შოტლანდიელი ფეხბურთელი ჯონ მაკგინი აღნიშნავს ასტონ ვილას გამარჯვებას ფულჰემის წინააღმდეგ. გოლის აღნიშვნა მიუძღვნა ძმისშვილს, ჯეკის, რომელსაც ფეხბურთის თამაშისას თვალების დამცავი სჭირდება.

Screenshot 2024 07 11 at 3.55.05 PM ფეხბურთელების სიმბოლური ჟესტები - კონსპირაციული თეორია და რეალური მნიშვნელობები
კადრი “ბოლო ჟამის ქრისტიანების” მიერ გავრცელებული ვიდეოდან

წყაროს შესახებ

ანონიმური ფეისბუკ-ანგარიში “ბოლო ჟამის ქრისტიანები” რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს.


გიორგი ხარებავა და რატი ტყემალაძე

მითების დეტექტორის ლაბორატორია 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სპორტი
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front Georgia

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist