ფეისბუქზე შოთა არველაძის ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ფაქტჩექერის საიტზე ატვირთული ფოტო
214
VIEWS

2024 წლის 27 დეკემბერს სოციალურ ქსელ Facebook-ზე ფეხბურთელ შოთა არველაძის ციტატა გავრცელდა, სადაც ის ირაკლი კობახიძეს ვილი სანიოლის შეცდომებზე სასაუბროდ იწვევს. ციტატა გავრცელდა Facebook გვერდებსა და ჯგუფებში: “ანტი-მაიდანი!”, “სპორტერი”, “სპორტული სიახლეები”, “ჰოლონი • Holon”.

შოთა არველაძე: ,,ვიწვევ ბატონ პრემიერს ბოლო სანაკრებო პაუზის დროს ვილი სანიოლის შეცდომებზე სასაუბროდ. წამოიყვანოს ვინც მას უნდა…”

image 1 | mythdetector.com


გავრცელებული ციტატა, რომელსაც შოთა არველაძეს მიაწერენ, არც მის ფეისბუქ გვერდზე და არც სხვა ღია წყაროებში არ იძებნება.

შოთა არველაძის გაყალბებული ციტატა პირველად ერთ-ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა Facebook ჯგუფში “გირჩის ბაბლში” გაავრცელა წარწერით: “ჩემი ვერსია 😁”.

image | mythdetector.com

შემდგომში იგივე საინფორმაციო ბარათი (ქარდი) სხვა მომხმარებლებმა პირველწყაროს კომენტარის გარეშე გაავრცელეს, რამაც შექმნა ყალბი წარმოდგენა, თითქოს აღნიშნული განცხადება მართლაც შოთა არველაძეს ეკუთვნის.

 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist