20 ოქტომბერს მანიპულაციური პოსტების ხშირად გამავრცელებელმა ფეისბუქ-მომხმარებელმა შაკო ჩაჩანიძემ გამოაქვეყნა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ის უნიტაზზე ზის.

ფეისბუქზე ნანუკა ჟორჟოლიანის ფოტოფაბრიკაცია ვრცელდება. ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული და უნიტაზია დამატებული.
20 ოქტომბერს ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარ Instagram გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც მის რამდენიმე ფოტოს აერთიანებს. ერთ-ერთ ფოტოში ჩანს, რომ ჟორჟოლიანი მოაჯირზე ზის, ხელში ჩანთა უჭირავს, ფეხები კი ჩემოდანზე აქვს დალაგებული. სწორედ ეს ფოტოა გამოყენებული ფოტოფაბრიკაციაში – ჩანთა და ჩემოდანი წაშლილია, მათ მაგივრად კი უნიტაზია დამატებული.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















