ფეისბუქზე გავრცელებული “უცხოელი ინვესტორის” ვიდეო AI-ით გენერირებულია 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ინვესტორის
36
VIEWS

4 დეკემბერს “კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის“ დირექტორმა, შოთა აფხაიძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა TikTok-ის ვიდეო, რომელშიც “ინვესტორი-სტუდენტი” ინგლისურ ენაზე განმარტავს, თუ რა შეცდომებს უშვებენ ქართველი კაცები ქალებთან საუბრის დროს. ვიდეოში ის საქართველოს დროშაზე ზის, ფონზე კი ძველ თბილისს ვხედავთ. შოთა აფხაიძე ვიდეოს შემდეგ აღწერას ურთავს: “ეს “ინვესტორი-სტუდენტი” ქართულ დროშაზე ზის და ქართველი გოგოების საწოლში ჩაგორების ფორმულას ასწავლის დანარჩენ “ინვესტორებს”. ისე რაღა დაგიმალოთ და ამათზე ქართველი გოგოების დიდი ნაწილი თვითონ ნადირობს…”

ინვესტორის


ფეისბუქზე გავრცელებული “უცხოელი ინვესტორის” ვიდეო ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული. ვიდეო ეკუთვნის TikTok-ანგარიშს, რომელსაც ამავე თემატიკაზე AI-ით შექმნილი სხვა ვიდეოებიც აქვს გამოქვეყნებული.

ვიდეო, რომელშიც ახალგაზრდა კაცი ქალებთან ურთიერთობისას ქართველი კაცების მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს, TikTok-ის ანგარიშმა tbilisi_memes 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ანგარიში პროფილის ფოტოდ ამ ვიდეოდან ამოჭრილ კადრს იყენებს. 

5 დეკემბრის მონაცემებით, ანგარიშს TikTok-ზე 5 ვიდეო აქვს გამოქვეყნებული. თანდართული აღწერის მიხედვით, ერთ-ერთ ვიდეოში ასახულია, როგორ იპარავს ინდოელი კურიერი მომხმარებლის საკვებს. კიდევ ერთ ვიდეოში უცნობი პირი ინდოეთის დროშით საპროტესტო აქციის წინ დგას და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროპის ნაწილი გახდება, რათა ქვეყანაში ლეგალურად დარჩეს. ანტი-საიმიგრაციო ხასიათის ყველა ვიდეო ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი.

ინვესტორის
სქრინშოტი TikTok ანგარიშიდან

შოთა აფხაიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე რამდენიმე დეტალი მიანიშნებს: კაცის საუბარი, კერძოდ, მისი საუბრის ტემბრი, ასევე, პირისა და თავის მოძრაობა საუბრის დროს არაბუნებრივია. ამასთან, მისი თითების ზომა კადრებს შორის იცვლება და მოძრაობის მომენტში მისი ხელი დეფორმირებული, თითები კი ერთმანეთში შეზრდილი ჩანს.


კადრები გავაანალიზეთ ხელსაწყო Hive Moderation-ით, რომელმაც აჩვენა, რომ ვიდეო 99.9%-იანი ალბათობით ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი. გარდა ამისა, InVID-ის ხელსაწყო HIYA-მ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ ხმის კლონირებაზე მუშაობს, 99%-იანი ალბათობით აჩვენა, რომ ხმა AI-ით გენერირებულია. 

ინვესტორის
HIVE MODERATION-ის შედეგი
ინვესტორის
HIYA-ს შედეგი

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist